დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/05/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/05/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.128.016372 |
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ვებგვერდი, 17/07/2014 სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.128.016158).
1. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის მე-3 პუნქტში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამის მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით“. 2. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მ) განიხილავს და შეიმუშავებს წინადადებებს საკრებულოს რეგლამენტის, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს აპარატის, მერიის, მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებათა პროექტების და მათში ცვლილებების შეტანის საკითხებზე“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები