დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის №57.01.03 ტყიბულის ქალაქისა და №58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქის №58.04 გუმბრას თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გასამართი ტყიბულისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 19 აპრილის №17/2019 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21/2019 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 06/05/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/05/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.15.008.016453 |
|
„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის №57.01.03 ტყიბულის ქალაქისა და №58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქის №58.04 გუმბრას თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გასამართი ტყიბულისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 19 აპრილის №17/2019 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის №57.01.03 ტყიბულის ქალაქისა და №58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქის №58.04 გუმბრას თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გასამართი ტყიბულისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 19 აპრილის №17/2019 დადგენილებით დამტკიცებული დანართში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი (www.matsne.gov.ge), 22/04/2019, 010340000.15.008.016449) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აპარატის გამოყენების გარეშე ჩატარებული კენჭისყრის დასრულების შემდეგ, თუ გადასატანი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობის დარღვევა არ გამოვლინდა, კომისიის თავმჯდომარე ამ წესისა და პირობების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პროცედურების დაცვით, ათავსებს ბიულეტენს ძირითად საარჩევნო ყუთში, იმგვარად, რომ შეუძლებელი გახდეს ამომჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის დანახვა. აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდგომ, საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით, ხორციელდება ხმის დათვლის პროცედურები.“. 3. მე-6 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემისას, ამომრჩეველი გადასატან საარჩევნო ყუთში სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებით ათავსებს მხოლოდ ბიულეტენს. 2. საუბნო საარჩევნო კომისია, იმ შემთხვევაში, თუ ლუქის მთლიანობის დარღვევა არ გამოვლინდა, თავდაპირველად ხსნის გადასატან საარჩევნო ყუთს, რის შემდეგაც: ა) კომისიის თავმჯდომარე აპარატის საშუალებით ძირითად საარჩევნო ყუთში ათავსებს ბიულეტენს იმგვარად, რომ არ ჩანდეს ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა; ბ) თუ გადასატან საარჩევნო ყუთში სხვა უბნისათვის განკუთვნილი ან დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენი აღმოჩნდა, ცალკე დაიდება და ძირითად ყუთში აღმოჩენილ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამის რაოდენობებს დაემატება.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ხმის მიცემის ელექტრონული პროცედურების დასრულებისა და ძირითადი საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ, მთვლელები ითვლიან და ამოწმებენ ხმის მიცემის ელექტრონული აპარატის მიერ ძირითადი საარჩევნო ყუთის ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების სპეციალურ სექციაში მოთავსებულ ბიულეტენებს. ხმის მიცემის ელექტრონული აპარატის მიერ რომელიმე ბიულეტენის ბათილი ბიულეტენებისათვის სწორად მიკუთვნების თაობაზე ეჭვის არსებობისას, ასეთი ბიულეტენის ნამდვილობის საკითხს კენჭისყრით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისია.“; გ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ნამდვილია დადგენილი ნიმუშის მხოლოდ ის საარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც გაფერადებულია/მონიშნულია მხოლოდ ერთი სუბიექტის გასწვრივ არსებული შესაბამისი წრე, მათ შორის, მიუხედავად ბიულეტენში ნებისმიერი სხვა სახის აღნიშვნისა/წარწერისა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 8. დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი მიიჩნევა ბათილად, თუ: ა) გაფერადებულია ან/და მონიშნულია ერთზე მეტი სუბიექტის გასწვრივ არსებული შესაბამისი წრე; ბ) არ არის გაფერადებული/მონიშნული არცერთი სუბიექტის გასწვრივ არსებული შესაბამისი წრე, მათ შორის, მიუხედავად ბიულეტენში ნებისმიერი სხვა სახის აღნიშვნისა/წარწერისა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
|
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები