დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 მარტის №136 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/05/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/05/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016866 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 მარტის №136 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 მარტის №136 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 01/04/2016, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016517) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6 1. დეპარტამენტი: ა) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის ადმინისტრაციული შენობებისა და სხვა სტრატეგიული ობიექტების დაცვას; ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის ადმინისტრაციულ შენობებში და სხვა სტრატეგიული ობიექტების ტერიტორიაზე შესვლისა და გასვლის წესის დაცვასა და უსაფრთხო გადაადგილების ორგანიზებას; გ) დასაცავი ობიექტის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვას; დ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს წვევამდელთა შერჩევას, ვადიან სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირთა მომზადებას, წვრთნას, სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში საბრძოლო მზადყოფნის ორგანიზებას და საჭიროების შემთხვევაში სწავლების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემას; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს/გასცემს ინფორმაციას დეპარტამენტში არსებული მონაცემების დამუშავების საფუძველზე; ვ) უზრუნველყოფს დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვასა და დამუშავებას; ზ) უზრუნველყოფს დასაცავი ობიექტების ირგვლივ არსებული ვითარების ანალიზს, კონტროლს, საფრთხის პროგნოზირებას, კლასიფიკაციასა და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების გამოყენებას; დასაცავი ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შეიმუშავებს და განახორციელებს ღონისძიებებს ტერორიზმისა და საბოტაჟის წინააღმდეგ; თ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უმაღლესი თანამდებობის პირების, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე სამინისტროს მოსამსახურეების უსაფრთხოების დასაცავად; ი) უზრუნველყოფს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უმაღლესი თანამდებობის პირების, ხოლო საჭიროების შემთხვევაში აგრეთვე სამინისტროს მოსამსახურეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებათა განხორციელებას; კ) დეპარტამენტის სამუშაო პირობების სრულყოფისათვის ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნას და მის ექსპლუატაციაზე კონტროლს; ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ასევე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. 2. დეპარტამენტის მიერ დასაცავი ობიექტების ნუსხას ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. 2. ამოღებულ იქნეს მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი. 3. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ანაწილებს დასაცავ ობიექტებს დეპარტამენტის I, II, III და საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოებს შორის;“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები