„ერედვის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 08 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ერედვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/05/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.147.016212
6
06/05/2019
ვებგვერდი, 07/05/2019
010250020.35.147.016212
„ერედვის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 08 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ერედვის მუნიციპალიტეტი
 
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2019 წლის 6 მაისი

ქ. თბილისი

„ერედვის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 08 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლი მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ერედვის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის   მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 08 იანვრის  №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/01/2019;  010250020.35.147.016207) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა)  დადგენილებით დამტკიცებული წესის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ.“;

ბ)  დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. დახმარების მისაღებად  მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) გარდაცვლილის პირადობის მოწმობის ასლი;

ე) გარდაცვლილის დევნილობის  მოწმობის ასლი.

ვ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები.

ზ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ.

გ)  დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

ვ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ.

დ)  დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

ე) პაციენტმა დამატებით უნდა წარმოდგინოს: პაციენტის მიერ გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი, საბოლოო კალკულაცია და მიმართვა (სოციალური მომსახურების სააგენტოდან) – ასეთის არსებობის შემთხვევაში.

ე)  დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

თ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ.

ვ)  დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

ე) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ.

ზ)  დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

ე) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ.

თ)  დადგენილებით  დამტკიცებული წესის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. სტიქიური მოვლენების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგად დაზარალებულთა   სოციალური დახმარება

1. ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული -დევნილი ოჯახები, რომელთაც სტიქიური მოვლენების და/ან სხვა გარემოებების შედეგად დაუზიანდათ/აღარ გააჩნიათ საცხოვრებელი სახლი, მიიღებენ  სოციალურ დახმარებას ერედვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან. დახმარება გაიცემა მიყენებული ზიანის მიხედვით, ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების  საფუძველზე, არაუმეტეს 3 000 (სამი ათასი) ლარის ფარგლებში.

2. ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული დევნილი ოჯახები, ხანძრის ან სტიქიის, ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევის შედეგად დაზარალებული, უსახლკაროდ დარჩენილი გაჭირვებული ოჯახები, უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებელი ფართით, რაც დაკავშირებულია საცხოვრებელი ფართის დაქირავებასთან არუმეტეს  3 (სამი) თვის ვადით. საცხოვრებელი ფართის ქირის საფასურის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 200 (ორასი) ლარის ოდენობით თვეში.

3. დაზარალებულმა მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დევნილობის მოწმობის ასლი;

დ) საცხოვრებელი სახლის ფლობის/სარგებლობის/საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ზიანის მიყენების ფაქტსა და მის ოდენობას;

ვ)  საჭიროების შემთხვევაში ინფორმაცია შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან.  

ზ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

4. ბინის ქირავნობის მსურველებმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის მოწმობის ასლი (დამქირავებლის და გამქირავებლის);

ბ) სასყიდლიანი ქირავნობის შესახებ ხელშეკრულების ასლი  (ნოტარიუსის მიერ დამოწმებული);

გ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, რომელშიც დადასტურებული იქნება, რომ განმცხადებელს ნამდვილად არ აქვს საცხოვრებელი;

დ) გამქირავებლის ბინის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, ყოველი თვის ბოლოს დამქირავებლის მიერ ბინით სარგებლობის დამადასტურებელი აქტი, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.

5. ანაზღაურება  მოხდება  უნაღდო  ანგარიშსწორების  ფორმით,  განმცხადებლის პირად ანგარიშზე, ბინის დაქირავების შემთხვევაში, გამქირავებლის პირად ანგარიშზე.

ი)  დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები ;

კ)  დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:    

ზ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ.

ლ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი :

ზ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ.

მ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

თ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი