დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ერედვის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5 |
დოკუმენტის მიმღები | ერედვის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 06/05/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/05/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.147.016211 |
|
„ერედვის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლი მე-4 პუნქტის საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„ერედვის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №34 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/12/2018, 190020020.35.147.016206) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
“; გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2019 წლის შემოსავლები 1970.8 ათასი ლარის ოდენობით:
“; დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2019 წლის გადასახადები 0.6 ათასი ლარის ოდენობით:
“; ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2019 წლის გრანტები 1,970.0 ათასი ლარის ოდენობით:
“; ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2019 წლის სხვა შემოსავლები 0,2 ათასი ლარის ოდენობით:
“; ზ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2019 წლის ხარჯები განისაზღვროს 1,945.5 ათასი ლარით
თ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2019 წლის არაფინანსური აქტივების ცვლილება 48.2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
“; ი) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. ერედვის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
კ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 10. ერედვის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი 3,0 ათასი ლარის ოდენობით:
ლ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 11. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი განისაზღვროს 2019 წლის ბიუჯეტის წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი 0,0 ათასი ლარის ოდენობით
მ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის 5.1.9 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 5.1.9 სტიქიური მოვლენების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგად დაზარალებულთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 09) 1. ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული -დევნილი ოჯახები, რომელთაც სტიქიური მოვლენების და/ან სხვა გარემოებების შედეგად დაუზიანდათ/აღარ გააჩნიათ საცხოვრებელი სახლი, მიიღებენ დახმარებას ერედვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან. დახმარება გაიცემა მიყენებული ზიანის მიხედვით, სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე, არაუმეტეს 3 000 (სამი ათასი) ლარის ფარგლებში. 2. ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული –დევნილი ოჯახები, ხანძრის ან სტიქიის, ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევის შედეგად დაზარალებული, უსახლკაროდ დარჩენილი გაჭირვებული ოჯახები, უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებელი ფართით, რაც დაკავშირებულია საცხოვრებელი ფართის დაქირავებასთან არუმეტეს 3 (სამი) თვის ვადით. საცხოვრებელი ფართის ქირის საფასურის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 200 (ორასი) ლარის ოდენობით თვეში. ნ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 15. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2019 წლის ასიგნებები განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები