„სარეზიდენტო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 4 თებერვლის №01-6/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სარეზიდენტო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 4 თებერვლის №01-6/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-39/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 10/05/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016607
01-39/ნ
10/05/2019
ვებგვერდი, 13/05/2019
470230000.22.035.016607
„სარეზიდენტო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 4 თებერვლის №01-6/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-39/ნ

2019 წლის 10 მაისი

ქ. თბილისი

 

„სარეზიდენტო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 4 თებერვლის №01-6/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სარეზიდენტო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 4 თებერვლის №01-6/ნ ბრძანებაში საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge, 06/02/2014; 470230000.22.035.016238) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №56 დანართის (ბირთვული მედიცინა):  
1. მე-4 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. პროფესიული მზადების IV წელი:

 

მოდულის დასახელება

ხანგრძლივობა

ბირთვული მედიცინის როლი ენდოკრინულ სისტემაში ბირთვული თირეოლოგია

2 თვე

ბირთვული მედიცინის როლი ძვალ-სახსროვან სისტემაში

1 თვე

ბირთვული თერაპია

2 თვე და 2 კვირა

ბირთვული მედიცინის როლი ონკოლოგიურ დიაგნოსტიკაში

2 თვე

ბირთვული მედიცინის როლი კარდიოვასკულარულ სისტემაში

1 თვე

ბირთვული მედიცინის როლი ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებებში

2 კვირა

ბირთვული მედიცინის როლი შარდსასქესო სისტემების დაავადებებში და სენტინელი

2 თვე

    .“.                                  

2. 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროფესიული სწავლების მეოთხე წელიწადი მოიცავს 7 მოდულს, სწავლების სრული კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ რეზიდენტს მიენიჭება ბირთვული მედიცინის სპეციალისტის წოდება.

 

მოდულის დასახელება

ხანგრძლივობა

ბირთვული მედიცინის როლი ენდოკრინულ სისტემაში ბირთვული თირეოლოგია

2 თვე

ბირთვული მედიცინის როლი ძვალ-სახსროვან სისტემაში

1 თვე

ბირთვული თერაპია

2 თვე და 2 კვირა

ბირთვული მედიცინის როლი ონკოლოგიურ დიაგნოსტიკაში

2 თვე

ბირთვული მედიცინის როლი კარდიოვასკულარულ სისტემაში

1 თვე

ბირთვული მედიცინის როლი ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებებში

2 კვირა

ბირთვული მედიცინის როლი შარდსასქესო სისტემების დაავადებებში და სენტინელი

2 თვე

.“.               

3. 34-ე მუხლის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 34. მოდული 3. ბირთვული თერაპია; ხანგრძლივობა: 2 თვე და 2 კვირა“.

4. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 37. მოდული 6: ბირთვული მედიცინის როლი ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებებში თეორიული მოდული; ხანგრძლივობა: 2 კვირა

1. თეორიული ცოდნა:

1. ნევროლოგიურ დაავადებათა ფიზიოლოგია, ეტიოპათოგენეზი, კლინიკური სიმპტომკომპლექსები და მკურნალობის მეთოდები, რომლებიც წარმოადგენს ჩვენებას ბირთვული დიაგნოსტიკის განხორციელებისათვის

2. ალტერნატიული ნევროლოგიური დიაგნოსტიკური მეთოდების ცოდნა (თავის თვინის კტ, მრტ)

3. სხვადასხვა დიაგნოსტიკური ნევროლოგიური მეთოდიკების ხარჯთეფექტურობის ცოდნა

4. გამოსხივების და რისკების შეფასება ბირთვული ნევროლოგიის შემთხვევაში

5. ბირთვული ნევროლოგიის მეთოდოლოგიური საფუძვლები (SPECT, რადიოფარმაკოპრეპარატები, მონაცემთა დამუშავება- კვანტიფიცირება)

6. რენტგენოლოგიური და ტომოგრაფიული ანატომია

7. სხვადასხვა ნევროლოგიური დასკვნის ინტერპრეტაციის საფუძვლები, რომლებიც აუცილებელია ბირთვულ ნევროლოგიაში

8. ბირთვულ ნევროლოგიაში გამოყენებადი აპარატურის შერჩევის და მოხმარების საფუძვლები (გამა-კამერა, პეტი, სპექტი)

2. შეფასების მეთოდები: ტესტური ჩათვლა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო