ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ,,ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/05/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/05/2019
ძალაში შესვლის თარიღი 03/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.167.016442
10
03/05/2019
ვებგვერდი, 06/05/2019
010260020.35.167.016442
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ,,ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
 
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №10

2019 წლის 3 მაისი

ქ. ლაგოდეხი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ,,ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №50  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/12/2017;  010260020.35.167.016341).
მუხლი 2
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ,,ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის“ დებულებაში განხორციელებულ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების მე-3 მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შეიმუშავებს მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების,  გენერალური და განაშენიანების გეგმების / განაშენიანების დეტალური გეგმების კონცეფციებსა და პროექტებს;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს  შემდეგი შინაარსის  „გ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ1) შეიმუშავებს მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის შემმუშავებელი ერთობლივი საბჭოს შემადგენლობასა და დებულების პროექტს;“;

გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) უზრუნველყოფს წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, მიწის ნაკვეთისთვის ან/და შენობა-ნაგებობისთვის სამშენებლო განვითარების მიზნებისთვის შეუსაბამო მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის სტატუსის მინიჭების, მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზისა და სერვიტუტის დადგენის, ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით;“.

2. დებულების  მე-4 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შეიმუშავებს მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების,  გენერალური და განაშენიანების გეგმების / განაშენიანების დეტალური გეგმების კონცეფციებსა და პროექტებს;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტის   შემდეგ დაემატოს  შემდეგი შინაარსის  „ბ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ1) შეიმუშავებს მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის შემმუშავებელი ერთობლივი საბჭოს შემადგენლობასა და დებულების პროექტს;“;

გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) უზრუნველყოფს წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, მიწის ნაკვეთისთვის ან/და შენობა-ნაგებობისთვის სამშენებლო განვითარების მიზნებისთვის შეუსაბამო მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის სტატუსის მინიჭების, მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზისა და სერვიტუტის დადგენის, ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით;“.

მუხლი 3
 დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 3 ივნისიდან.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია