„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/05/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/05/2019
ძალაში შესვლის თარიღი 03/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.167.016441
9
03/05/2019
ვებგვერდი, 06/05/2019
010260020.35.167.016441
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №9

2019 წლის 3 მაისი

ქ. ლაგოდეხი

 

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:     

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება  ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №46  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  28/12/2017,  010260020.35.167.016337).
მუხლი 2
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში განხორციელებულ იქნეს შემდეგი ცვლილება:

მერიის დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ბ.დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ე“ ქვეპუნქტი:

„ბ.ე) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის შემმუშავებელი ერთობლივი საბჭოს შემადგენლობასა და დებულების პროექტს;“;

ბ) „ე.დ)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.დ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების,  გენერალური და განაშენიანების გეგმების / განაშენიანების დეტალური გეგმების კონცეფციებსა და პროექტებს;“;

გ) „ე.ე)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ე) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემას, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განხორციელებას, მიწის ნაკვეთისთვის ან/და შენობა-ნაგებობისთვის სამშენებლო განვითარების მიზნებისთვის შეუსაბამო მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის სტატუსის მინიჭებას, მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზისა და სერვიტუტის დადგენას, ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების განხორციელებას;“.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 3 ივნისიდან.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია