ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამოქალაქო ბიუჯეტი“-ს განხორციელების წესის დადგენის შესახებ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამოქალაქო ბიუჯეტი“-ს განხორციელების წესის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/05/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/05/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 19/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.113.016394
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
14
01/05/2019
ვებგვერდი, 03/05/2019
010250050.35.113.016394
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამოქალაქო ბიუჯეტი“-ს განხორციელების წესის დადგენის შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/05/2019 - 16/06/2023)

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №14

2019 წლის 1 მაისი

ქ. ოზურგეთი

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამოქალაქო ბიუჯეტის“ განხორციელების წესის დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგინდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამოქალაქო ბიუჯეტი“-ს განხორციელების წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია



დანართი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამოქალაქო ბიუჯეტის“ განხორციელების წესი

მუხლი 1. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

1. სამოქალაქო ბიუჯეტი-ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის შესაძლებლობას, ამ წესით დაგეგმონ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ნაწილი.

2. ელექტრონული სისტემა − ვებგვერდი, რომლის მისამართია: http://votes.oz.gov.ge

3. საპროექტო განაცხადი − ელექტრონული სისტემის მეშვეობით ამ წესებისა და პირობების შესაბამისად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისაგან საზოგადოებრივი შინაარსის პროექტის დაფინანსების მოთხოვნა;

4. ინიციატორი-სამოქალაქო ბიუჯეტისთვის პროექტის წარდგენის უფლებამოსილი პირი.

5. ადმინისტრატორი −  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურე(ები), რომელიც/რომლებიც პასუხისმგებელია/პასუხისმგებელნი არიან სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტების ადმინისტრირებისა და მართვის პროცესების წარმართვაზე ამ წესებისა და პირობების შესაბამისად;

6. მომხმარებელი − პროექტისათვის ხმის მიცემის მსურველი, ქალაქ ოზურგეთში რეგისტრირებული პირი.


მუხლი 2. პროექტის წარდგენა და ადმინისტრირება 
1. საპროექტო განაცხადის წარდგენა (რეგისტრაცია) ხდება ელექტრონული წესით, ამისთვის სპეციალურად შექმნილი მართვისა და ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომლის ელექტრონული მისამართია http://votes.oz.gov.ge

2. საპროექტო განაცხადის წარდგენის უფლებამოსილება აქვს ქალაქ ოზურგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ:

ა) სრულწლოვან პირს;

ბ) პირთა ჯგუფს;

გ) არასამეწარმეო სახის საზოგადოებრივ გაერთიანებას.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ჯგუფი ან საზოგადოებრივი გაერთიანება პროექტს წარადგენს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით.

4. პროექტი უნდა შეიცავდეს:

ა) წარმდეგენის ან/და უფლებამოსილი პირის დასახელებას ან/და სახელს, გვარს, პირად ,ნომერს, იურიდიული მისამართს, ელექტრონულ ფოსტის მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს;

ბ) პროექტის მოკლე აღწერა სავარაუდო მოცულობის ან განზომილების მითითებით

5. განხილვას ექვემდებარება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული ხასიათის პროექტი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და ამ წესს.

6. დაუშვებელია შემდეგი შინაარსის პროექტების განხილვა:

ა) შეიცავს უცენზურო ან სახუმარო მასალას;

ბ) შეეხება ერთი ან რამდენიმე პირის პირად ინტერესს;

გ) პროექტის დაფინანსება წარმოადგენს სხვა უწყების კომპეტენციას.

დ) წარმოადგენს სასამართლოში ან ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარე დავის საგანს ან კანონმდებლობით პირდაპირ არის დადგენილი საკითხის რეგულირების პროცედურა, რომელიც გამორიცხავს პროექტის განხორციელებას.

7. რეგისტრირებული პროექტი გადის შემდეგ პროცედურებს:

ა) ამ წესთან შესაბამისობის დადგენის მიზნით განიხილება ელექტრონული სისტემისა და პროექტის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ;

ბ) გამოქვეყნდება ხმის მიცემის პროცედურებში მონაწილეობის მიღების მიზნით;

გ) ხმის მიცემის უფლება აქვს ქალაქ ოზურგეთში რეგისტრირებულ სრულწლოვან ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს;

დ) სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ბიუჯეტის გათვალისწინებით მოხდება გამარჯვებული პროექტის/პროექტების გამოვლენა.


მუხლი 3. დასაფინანსებელი პროექტების გამოვლენა
1. პროექტის ღირებულებისა და მიღებული ხმების საფუძველზე დგინდება ეფექტურობის კოეფიციენტი.

2. კოეფიციენტი ადგენს ხმების ოდენობას პროექტის ღირებულების ყოველ 1000 ლარზე და იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

K = R /G X 1000

სადაც:

K – ეფექტურობის კოეფიციენტი.

G – პროექტის ღირებულება.

R  – მიღებული ხმების რაოდენობა.

3. განსახორციელებელი პროექტების რიგითობა დგება ეფექტურობის კოეფიციენტის მაჩვენებლის სიდიდის მიხედვით.

4. პროექტები დაფინანსდება თანმიმდევრობით, რიგითობისა და პროგრამის ბიუჯეტით გამოყოფილი თანხის გათვალისწინებით.

5. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია შეასრულოს  ყველა ის პროექტი, რომელიც დააკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ პირობებს.


მუხლი 4. დასკვნითი დებულება
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.