„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1–1/330 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1–1/330 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/215
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 01/05/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/05/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016594
1-1/215
01/05/2019
ვებგვერდი, 06/05/2019
040030000.22.024.016594
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1–1/330 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/215

2019 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს –აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს   ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1–1/330 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულებაში  (matsne.gov.ge სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.024.014344,  სსმ, 29, 17.03.2010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:  

1. დებულების მე-2 მუხლის:

ა) „ი“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიების, სხვადასხვა ტიპის სერტიფიკაციის ორგანოების, სხვადასხვა ტიპის ინსპექტირების ორგანოების, საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებლების აკრედიტაცია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში;“;

ბ) „ო“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) კომპეტენციის ფარგლებში განაცხადის მიღება სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიების, სხვადასხვა ტიპის სერტიფიკაციის ორგანოების, სხვადასხვა ტიპის ინსპექტირების ორგანოების, საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებლების  აკრედიტაციისათვის;“;

გ) „ჟ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ)აკრედიტაციის ციკლის განმავლობაში  აკრედიტებული პირების ყოველწლიური და არაგეგმური შეფასების განხორციელება თავისი კომპეტენციის ფარგლებში და შედეგების მიხედვით შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;“.

2. დებულების მე-4 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) აკრედიტაციის სამსახური“;

ბ) მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) აკრედიტაციის სამსახური – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს აკრედიტაციის მაძიებელი პირების აკრედიტაციის სამუშაოების ორგანიზებას და აკრედიტებული პირების ყოველწლიურ შეფასებას აკრედიტაციის ციკლის გამავლობაში და არაგეგმური შეფასების შესაბამისი ღონისძიებების გატარებას“.

3. დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) აკრედიტაციისა და ყოველწლიური/არაგეგმიური შეფასების განხორციელებით მიღებული შემოსავალი“;

4. დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“ პუნქტი:

„31.  აკრედიტაციის ცენტრის ბიუჯეტის განსაზღვრა ხდება  სამინისტროსთან    შეთანხმებით“.

5. დებულების დანართი 1 „ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ 2017 წლის 1 დეკემბრის  №511 დადგენილებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობები“ მე-2 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„5. ამ დებულების მოქმედება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც იღებენ განმეორებით აკრედიტაციას (აკრედიტაციის წყვეტის გარეშე) ან/და აკრედიტაციის სფეროს ნაწილობრივ  შეჩერების შემთხვევაში, შეჩერებულ აკრედიტაციას აღადგენენ დამატებით სფეროში აკრედიტაციის  გზით. აღნიშნულ პირებზე გავრცელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის ტექნიკური რეგლამენტებით, შესაბამისი აკრედიტაციის მოპოვებისთვის დადგენილი მოთხოვნები“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა