დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის №654 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 218 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/05/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/05/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.021233 |
|
„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის №654 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის №654 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/12/2018, 340170000.10.003.020969) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების“ პირველი მუხლის:
1. 11 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი: „12. იმ შემთხვევაში, თუ სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციის თანახმად დასახლებას არ გააჩნია რეგისტრირებული მოსახლეობა, ხოლო ფაქტობრივი მონაცემებით დასტურდება დასახლებაში მოსახლეობის ცხოვრების ფაქტი, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი უზრუნველყოფს ამ დასახლებაში დასახლების საერთო კრების/რეგისტრირებულ ამომრჩევლებთან კონსულტაციების ჩატარების ორგანიზებასა და დასახლების საერთო კრების ოქმის/რეგისტრირებულ ამომრჩეველთან კონსულტაციის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების, დასახლებაში არსებული მოსახლეობის რაოდენობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად, სამინისტროსათვის წარდგენას.“. 2. 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. სამინისტრო, ამ მუხლის 11 და 12 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დასახლებებისთვის განსაზღვრული თანხის გაანგარიშების შემდეგ დამატებით ამზადებს შესაბამის ინფორმაციას, რომელშიც აისახება მუნიციპალიტეტებისთვის დამატებით გამოსაყოფი თანხის რაოდენობა და უგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.“. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დასახლებებისათვის „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის №654 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების“ პირველი მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილი ვადა განისაზღვრება მიმდინარე წლის 1 ივნისამდე პერიოდით.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები