დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის №624 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 215 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/05/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/05/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.021230 |
|
„დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის №624 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის №624 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/11/2014, 470230000.10.003.018244) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის“:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. პროგრამის ამოცანა პროგრამის ამოცანაა: ა) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე და მაღალმთიან და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობისათვის სამედიცინო სერვისების მიწოდების უწყვეტობისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ამ მუნიციპალიტეტებისათვის დეფიციტურ და პრიორიტეტულ საექიმო სპეციალობებში ადამიანური რესურსის მომზადების საშუალებით; ბ) დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება; გ) პროფესიული რეგულირების არსებული მექანიზმების ეფექტიანობის გაზრდა.“. 2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. პროგრამის ღონისძიებები პროგრამა შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან: ა) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიებისა და მაღალმთიანი და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებისათვის დეფიციტურ და პრიორიტეტულ საექიმო სპეციალობებში საექიმო სპეციალობების მაძიებელთა (შემდგომში – მაძიებელი) დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) მიზნობრივი დაფინანსება; ბ) საექიმო სპეციალობის მაძიებელთა დაფინანსება №11 დანართით განსაზღვრულ საექიმო სპეციალობებში; გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში 100 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე საექიმო სპეციალობის მაძიებელთა დაფინანსება; დ) საექიმო სპეციალობებში: „ალერგოლოგია-იმუნოლოგია“, „ინფექციური სნეულებები“, „ფთიზიატრია-პულმონოლოგია“, „გასტროენტეროლოგია“, „ნეფროლოგია“, „რევმატოლოგია“, „ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგია“, „ბავშვთა ნევროლოგია“, „ბავშვთა კარდიოლოგია-რევმატოლოგია“, „დერმატო-ვენეროლოგია“, „უროლოგია“, „კარდიოქირურგია“, „ოტორინოლარინგოლოგია“, „ოფთალმოლოგია“, „ნეიროქირურგია“, „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“, „კლინიკური ონკოლოგია“, „პათოლოგიური ანატომია − კლინიკური პათოლოგია“, „სასამართლო მედიცინა“, „ბავშვთა ქირურგია“ – ტესტ-კითხვარების გადამუშავება და ბაზების განახლება; ე) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის პროფილით – „მედიცინა“ და „სტომატოლოგია“ ტესტ-კითხვარების გადამუშავება (მ.შ., დახურული ბაზის ღია ბაზასთან ინტეგრირება) და ბაზების განახლება.“. 3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია 1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მაძიებელთა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) დაფინანსება განხორციელდება შემდეგი მეთოდოლოგიის თანახმად: ა) საექიმო სპეციალობებისა და შესაბამისი ადგილების (კვოტების) რაოდენობა, რომლებშიც მზადება დაფინანსდება პროგრამის ფარგლებში, განისაზღვრება №1 დანართით („დეფიციტური და პრიორიტეტული საექიმო სპეციალობები, რომლებშიც მზადება დაფინანსდება პროგრამის ფარგლებში და აღნიშნულ სპეციალობებში გათვალისწინებული ადგილების (კვოტების) რაოდენობა“); ბ) მაღალმთიანი და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი, რომლებისთვისაც განხორციელდება მაძიებლების დაფინანსება პროგრამის ფარგლებში, განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; გ) პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაძიებლებს, რომელთაც: გ.ა) ჩაბარებული აქვთ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა და მოპოვებული აქვთ საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობა (მ.შ. იმ მაძიებლებს, რომლებსაც დაწყებული აქვთ დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებებში/სასწავლებლებში), აქვთ მზაობა, გაიარონ დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება)/სარეზიდენტო პროგრამა №1 დანართით განსაზღვრულ საექიმო სპეციალობებში და მისი დასრულების შემდეგ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა განახორციელონ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიების, ასევე იმ მუნიციპალიტეტების სამედიცინო დაწესებულებებში, რომელთა ჩამონათვალი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; გ.ბ) მოპოვებული აქვთ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი და აქვთ მზაობა, გაიარონ დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამა და/ან მომიჯნავე საექიმო სპეციალობებში დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ნაწილი და მისი დასრულების შემდეგ განახორციელონ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიების, ასევე იმ მუნიციპალიტეტების სამედიცინო დაწესებულებებში, რომელთა ჩამონათვალი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; დ) მაძიებელთა შერჩევას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) №2 დანართით განსაზღვრული „საექიმო სპეციალობის მაძიებელთა შერჩევის წესის“ მიხედვით; ე) პროგრამის ფარგლებში შერჩეული მაძიებლების დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) უზრუნველყოფისათვის სამინისტროსა და აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებებს/სასწავლებლებს შორის ფორმდება მემორანდუმი; ვ) პროგრამის ფარგლებში შერჩეულ მაძიებლებთან ფორმდება ხელშეკრულება, რომლის ფორმატი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ზ) პროგრამის ფარგლებში შერჩეული მაძიებლები დაფინანსდებიან ამ პროგრამის მე-5 მუხლით განსაზღვრული წესით. 2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მაძიებელთა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) დაფინანსება განხორციელდება შემდეგი მეთოდოლოგიის თანახმად: ა) საექიმო სპეციალობების რაოდენობა, რომლებშიც მზადება დაფინანსდება პროგრამის ფარგლებში, განისაზღვრება №11 დანართით; ბ) პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაძიებლებს, რომელთაც ჩაბარებული აქვთ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა, მოპოვებული აქვთ საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობა და 2019 წელს ჩარიცხულნი არიან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამაში საქართველოში აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებებში/სასწავლებლებში №11 დანართით („პრიორიტეტული საექიმო სპეციალობები, რომლებშიც მზადება დაფინანსდება პროგრამის ფარგლებში“) განსაზღვრულ საექიმო სპეციალობებში; გ) პროგრამაში საექიმო სპეციალობათა მაძიებლების ჩართვა განხორციელდება შესაბამისი საექიმო სპეციალობ(ებ)ის დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამების განმახორციელებელი აკრედიტებული სამედიცინო დაწესებულებებიდან/უმაღლესი სასწავლებლებიდან მიწოდებული ინფორმაციის (მაძიებლის სახელი, გვარი, საექიმო სპეციალობის დასახელება, დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამაში ჩარიცხვის თარიღი) საფუძველზე; დ) პროგრამაში ჩართული მაძიებლები დაფინანსდებიან ამ პროგრამის მე-5 მუხლით განსაზღვრული წესით. 3. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მაძიებელთა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) დაფინანსება განხორციელდება შემდეგი მეთოდოლოგიის თანახმად: ა) პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 100 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე მაძიებლებს, რომელთაც ჩაბარებული აქვთ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა, მოპოვებული აქვთ საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობა და ჩარიცხულნი არიან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამაში (გარდა საექიმო სპეციალობებისა − „თერაპიული სტომატოლოგია“, „ორთოპედიული სტომატოლოგია“, „ორთოდონტია“) საქართველოში აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებებში/სასწავლებლებში; ბ) პროგრამაში საექიმო სპეციალობათა მაძიებლების ჩართვა განხორციელდება შესაბამისი საექიმო სპეციალობ(ებ)ის დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამების განმახორციელებელი აკრედიტებული სამედიცინო დაწესებულებებიდან/უმაღლესი სასწავლებლებიდან მიწოდებული ინფორმაციის (მაძიებლის სახელი, გვარი, საექიმო სპეციალობის დასახელება, დიპლომისშემდგომი განათლების/სარეზიდენტო პროგრამაში ჩარიცხვის თარიღი) საფუძველზე. სამინისტრო უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში; გ) პროგრამაში ჩართული მაძიებლები დაფინანსდებიან ამ პროგრამის მე-5 მუხლით განსაზღვრული წესით. 4. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“. 4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. დაფინანსების წესი და ოდენობა 1. მაძიებლების დაფინანსების წესი და ოდენობა აღნიშნული პროგრამის მე-3 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების ფარგლებში განისაზღვრება შემდეგი პრინციპით: ა) დაფინანსება განხორციელდება განათლების ვაუჩერის მეშვეობით; ბ) განათლების ვაუჩერი წარმოადგენს კომპონენტის ფარგლებში შერჩეული მაძიებლებისათვის განკუთვნილ, არამატერიალიზებული ფორმის ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელიც განკუთვნილია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) დასაფინანსებლად; გ) მაძიებლები ამ კომპონენტით გათვალისწინებულ დაფინანსებას იღებენ სახელმწიფო დახმარების სახით; დ) კომპონენტის ფარგლებში დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) 1 წლის (11 თვე) სწავლის დაფინანსება განხორციელდება დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამისთვის შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში; ე) განათლების ვაუჩერის განაღდება მოხდება კომპონენტის ფარგლებში დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) განმახორციელებელი დაწესებულებებიდან/სასწავლებლებიდან წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ყოველკვარტალურად. ერთ მაძიებელზე ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 1 წლის (11 თვე) სწავლების ღირებულებით, არაუმეტეს 2 200 ლარით (მომიჯნავე საექიმო სპეციალობებში დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამის ნაწილის (თუ მისი ხანგრძლივობა ერთ წელზე ნაკლებია) შემთხვევაში − შესაბამისი პროგრამის ხანგრძლივობით, მაგრამ არაუმეტეს თვეში 200 ლარისა); ვ) აღნიშნული პროგრამის მე-3 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მაძიებლების ნუსხა მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლის საფუძველზეც სამინისტრო უზრუნველყოფს განათლების ვაუჩერის განაღდებას (სწავლების საფასურის ანაზღაურებას) შესაბამის დაწესებულებასთან/სასწავლებელთან; ზ) აღნიშნული პროგრამის მე-3 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების ფარგლებში მაძიებლების დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) ფინანსდება სრულად, დიპლომისშემდგომი განათლების პროგრამის შესაბამისად. 2. აღნიშნული პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კომპონენტებისათვის (საექიმო სპეციალობებში: „ალერგოლოგია-იმუნოლოგია“, „ინფექციური სნეულებები“, „ფთიზიატრია-პულმონოლოგია“, „გასტროენტეროლოგია“, „ნეფროლოგია“, „რევმატოლოგია“, „ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგია“, „ბავშვთა ნევროლოგია“, „ბავშვთა კარდიოლოგია-რევმატოლოგია“, „დერმატო-ვენეროლოგია“, „უროლოგია“, „კარდიოქირურგია“, „ოტორინოლარინგოლოგია“, „ოფთალმოლოგია“, „ნეიროქირურგია“, „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“, „კლინიკური ონკოლოგია“, „პათოლოგიური ანატომია − კლინიკური პათოლოგია“, „სასამართლო მედიცინა“, „ბავშვთა ქირურგია“ − ტესტ-კითხვარების გადამუშავება (მ.შ., დახურული ბაზის ღია ბაზასთან ინტეგრირება) და ბაზების განახლება, ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის პროფილით – „მედიცინა“ და „სტომატოლოგია“ ტესტ-კითხვარების გადამუშავება (მ.შ., დახურული ბაზის ღია ბაზასთან ინტეგრირება) და ბაზების განახლება-დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი, კერძოდ, დიპლომისშემდგომი განათლების პროგრამა და ამ მიზნით 2019 წელს გათვალისწინებულია 155 000 (ას ორმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი, რომელიც ნაწილდება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
5. №1 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №1 დეფიციტური და პრიორიტეტული საექიმო სპეციალობები, რომლებშიც მზადება დაფინანსდება პროგრამის ფარგლებში და აღნიშნულ სპეციალობებში გათვალისწინებული ადგილების (კვოტების) რაოდენობა 1. ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია (5 ადგილი (კვოტა)). 2. შინაგანი მედიცინა (5 ადგილი (კვოტა)). 3. პედიატრია (5 ადგილი (კვოტა)). 4. ზოგადი ქირურგია (5 ადგილი (კვოტა)). 5. გადაუდებელი მედიცინა (5 ადგილი (კვოტა)). 6. საოჯახო მედიცინა (5 ადგილი (კვოტა)).“. 6. №1 დანართის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის №11 დანართი:
დანართი №11 პრიორიტეტული საექიმო სპეციალობები, რომლებშიც მზადება დაფინანსდება პროგრამის ფარგლებში 1. პათოლოგიური ანატომია (კლინიკური პათოლოგია). 2. ფსიქიატრია. 3. ფთიზიატრია-პულმონოლოგია. 4. ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია.“. 7. №2 დანართის („საექიმო სპეციალობის მაძიებელთა შერჩევის წესი“): ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. კანდიდატმა, შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიზნით, საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს: ა) შესაბამისი განცხადება; ბ) საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა სარეზიდენტო პროგრამაში ჩარიცხვის შესახებ ან დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის ასლი; გ) ავტობიოგრაფია (CV); დ) სამოტივაციო წერილი; ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ვ) სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის/მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს რეკომენდაცია.“; ბ) მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) თანაბარქულიანი კანდიდატების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიების მცხოვრებლებს/იმ მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებს, რომელთათვისაც განხორციელდება მაძიებლების შერჩევა;“; გ) მე-8 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი: „81. მაღალი სახელმწიფოებრივი ინტერესების არსებობისას (მ.შ., კონკრეტული რეგიონის/მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული მდებარეობა და დაცილება (დრო, მანძილი) სამედიცინო სერვისის სხვა მიმწოდებლებთან, სათანადო დარგის ადამიანური რესურსის არარსებობა/დეფიციტი, კონკრეტული სერვისის პრიორიტეტულობა), რაც დასტურდება როგორც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის/მუნიციპალიტეტის/ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიების შესაბამისი ორგანოს რეკომენდაციით, ასევე დეფიციტური დარგის შესახებ ინფორმაციის გადამოწმების საფუძველზე (მ.შ., ინფორმაციის გადამოწმება სტატისტიკურ მონაცემთა წყაროებში, ანგარიშგების ფორმებში), საექიმო სპეციალობის მაძიებელთა შერჩევის მიზნით შექმნილი კომისია უფლებამოსილია, შეარჩიოს იმ მუნიციპალიტეტის/„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიების მცხოვრები (მ.შ., მუდმივად მცხოვრები პირი; აღნიშნულ მუნიციპალიტეტში დაბადებული პირი და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიაზე დაბადებული პირი; პირი, რომლის მშობლები/მეუღლე არიან (არის) აღნიშნულ მუნიციპალიტეტში/„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირ(ებ)ი), რომლისთვისაც ხორციელდება შერჩევა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები