„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/05/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.034.016865
38
01/05/2019
ვებგვერდი, 01/05/2019
010340000.22.034.016865
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №38

2019 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–5 მუხლის მე–2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებით (www.matsne.gov.ge,  07.08.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.22.034.016341) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის:

ა) „დ1“-„დ4“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ1) საერთაშორისო დაცვის უფლების განხორციელება; 

2) საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან ან საერთაშორისო დაცვის შეწყვეტასთან/გაუქმებასთან/ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;

3) საქართველოში მყოფ თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა შესახებ მონაცემთა დამუშავება და აღნიშნულ მონაცემთა ბაზის მართვა;

4) თავშესაფრის პროცედურის ანალიზი, მათ შორის, საქართველოში თავშესაფრის პროცედურის ჯეროვანი აღსრულების კონტროლი და არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება;“;

ბ) „დ5“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) საჭიროების შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებლისთვის , თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ განყოფილებაში (ცენტრში) საცხოვრებელი ფართის გამოყოფა, ასევე მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტა და გასახლება მიმღებ ცენტრში განთავსების ან სხვა ადგილას განსახლების წესის შესაბამისად;“;      

დ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრიდან ან დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გადაყვანა/ესკორტირება;“.

2. მე-8 მუხლის:

ა) „ა“ და „ა1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო;

1) საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველო;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება.“.

3. მე-9 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო“;

ბ) „ჩ“ - „ჯ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

4. 91 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 91. საერთაშორისო  დაცვის საკითხთა სამმართველო

საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველო:

ა) ახორციელებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების მიღება-რეგისტრაციას , თავშესაფრის მაძიებლის ცნობის გაცემასა  და თავშესაფრის პროცედურით უზრუნველყოფას;

ბ) თავშესაფრის მაძიებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის, ასევე წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, უზრუნველყოფს სტატუსის დადგენის გასაუბრების მომზადებასა  და ჩატარებას;

გ) მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ახორციელებს საერთაშორისო დაცვის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე დასკვნის, საჭიროების შემთხვევაში ასევე შესაბამისი სტატუსიდან გამორიცხვის თაობაზე დასკვნის მომზადებას; 

დ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს საერთაშორისო დაცვის მქონე პირისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის თაობაზე დასკვნის მომზადებას;

ე) უზრუნველყოფს ჰუმანიტარული სტატუსის გახანგრძლივების მიზანშეწონილობის თაობაზე შესაბამისი პროცედურის ჩატარებასა და დასკვნის მომზადებას;

ვ) ახორციელებს თავშესაფრის მაძიებელ პირთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებასა და ანალიზს. ასევე  ინფორმაციის პერიოდულ განახლებასა და მონაცემთა ბაზის წარმოებას;

ზ) საჭიროების შემთხვევაში, მიმღებ ცენტრში განთავსების ან სხვა ადგილას განსახლების წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებლ (ებ)ისთვის მიმღებ განყოფილებაში (ცენტრში) საცხოვრებელი ფართის გამოყოფასა და განთავსებას, ასევე მიმღებ ცენტრში განთავსების უფლების შეწყვეტასა და გასახლებას; 

თ) უზრუნველყოფს თავშესაფრის საკითხებზე საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლას და რეკომენდაციების შემუშავებას არსებული თავშესაფრის სისტემის გაუმჯობესების მიზნით. არსებული თავშესაფრის პროცედურის შეფასების საფუძველზე, უზრუნველყოფს თავშესაფრის პროცედურის აღსრულებაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას;

ი) უზრუნველყოფს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებების დაცვის გარანტიების უზრუნველყოფის ხელშეწყობას;

კ) საერთაშორისო დაცვის მიმართულებით ახორციელებს  საკანონმდებლო ბაზის ანალიზსა და მისი სრულყოფის თაობაზე წინადადებების მომზადება/შემუშავებას;

ლ) სამმართველოს კომპეტენციის გათვალისწინებით, ახორციელებს სხვა სახელმწიფო უწყებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების, სამოქმედო გეგმების, ხელშეკრულებების პროექტებზე სამართლებრივი ხასიათის დასკვნების, შენიშვნების, ანგარიშებისა და წინადადებების მომზადებას;

მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.“.

5. მე-13 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 მუხლი:

მუხლი 14. სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება

სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება:

ა) ახორციელებს უცხოელის გაძევების, გაძევებაზე უარის თქმის ან გაძევების გადავადების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების პროექტის სამართლებრივ ექსპერტიზას;

ბ) შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს უცხოელის გაძევების, გაძევების გადავადების ან დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ან/და მოთავსების ვადის გაგრძელების თაობაზე;

გ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს დეპარტამენტის წარმომადგენლობას სასამართლოში;

დ) სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ე) ახორციელებს მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზას და ამზადებს შესაბამის დასკვნებს;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებას დეპარტამენტის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეს უწევს სამართლებრივ კონსულტაციას და აწვდის ინფორმაციას ქვეყანაში საიმიგრაციო წესების შესახებ; უზრუნველყოფს ცხელი ხაზით მომსახურებას;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია