სს „ნინოს“ აქციონერთა საერთო კრების შესახებ

სს „ნინოს“ აქციონერთა საერთო კრების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სს "ნინო"
მიღების თარიღი 30/04/2019
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2019
სარეგისტრაციო კოდი
0
30/04/2019
ვებგვერდი, 01/05/2019
სს „ნინოს“ აქციონერთა საერთო კრების შესახებ
სს "ნინო"
 

 

განცხადება

სს „ნინოს“ აქციონერთა საერთო კრების შესახებ


1. წინამდებარე განცხადებით გატყობინებთ „კომპანიის“ აქციონერთა საერთო კრების თარიღს – კრება ჩატარდება 2019 წლის 24 მაისს დღის 12.00 საათზე, შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ნინოშვილის ქ. №8, „ფაბრიკის“ შენობა.

„კომპანიის“ აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგი იქნება შემდეგი:

ა) „კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის ცვლილება;

ბ) „კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრის არჩევა;

გ) „კომპანიის“ გარე აუდიტორის არჩევა.

2. კრების სააღრიცხვო თარიღია 2019 წლის 01 მაისი კრებაში აქციონერის მონაწილეობის უფლება შესაძლოა შემოწმდეს 2019 წლის 14 მაისიდან 10 დღის განმავლობაში „კომპანიის“ დამოუკიდებელი რეგისტრატორისთვის მიმართვის გზით (გთხოვთ თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი):

• სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორი“, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №74ა, ტელეფონი: 032-222-5351 ან 032-225-1560

3. გთხოვთ დაესწროთ „კომპანიის“ აქციონერთა საერთო კრებას. დღის წესრიგისა და შესაბამისი დოკუმენტების დეტალურად გასაცნობად, ასევე დღის წესრიგში შესატანი საკითხებისა და მოსაზრებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემთხვევაში წერილობით მოგვმართეთშემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ნინოშვილის ქ. №8, „ფაბრიკის“ შენობა, შეტყობინების გამოქვეყნების თარიღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.

 სს „ნინოს“ დირექტორი ლევან ბერულავა.