თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 თებერვლის №9 დადგენილებაში ,,თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 თებერვლის №9 დადგენილებაში ,,თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/04/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/05/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 29/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016466
17
25/04/2019
ვებგვერდი, 03/05/2019
010250050.35.163.016466
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 თებერვლის №9 დადგენილებაში ,,თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
თელავის მუნიციპალიტეტი
 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2019 წლის 25 აპრილი

ქ. თელავი

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 თებერვლის №9 დადგენილებაში ,,თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილებები თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 თებერვლის №9 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 05/03//3019, 010250020.35.163.016458).

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;”

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოში ინიციირებული სამართლებრივი აქტის პროექტის გამოქვეყნების, პროექტის საკრებულოს კომისიებში, ფრაქციებში და მერიაში დაგზავნის, სამართლებრივი აქტის პროექტზე ძირითადი კომისიის (კომისიების) განსაზღვრის, პროექტის განხილვის ვადების და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის სავარაუდო თარიღის შესახებ;“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფრაქციის ხელმძღვანელია ფრაქციის თავმჯდომარე. ფრაქციის თავმჯდომარის და ფრაქციის სხვა თანამდებობის პირების (ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე), უფლებამოსილების, არჩევის, გადარჩევის და ფრაქციის შიდა ორგანიზაციული მუშაობის საკითხები განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 82-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ს“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 133-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულო, საკრებულოს ბიურო, საკრებულოს კომისია, საკრებულოს ფრაქცია, მერიის სტრუქტურული ერთეულები და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები: საკრებულოს ბიუროს წევრები,  მერი, მერიის სამსახურების უფროსები და მერის წარმომადგენლები შესაბამის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში, ვალდებულნი არიან ამ რეგლამენტის 135-ე მუხლით დადგენილი წესით წელიწადში ერთხელ მაინც გამოაქვეყნონ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე