შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რივალკრედიტი“-ს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებაზე თანხმობის შესახებ

შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რივალკრედიტი“-ს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებაზე თანხმობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 808
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 24/04/2019
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2019
სარეგისტრაციო კოდი
808
24/04/2019
ვებგვერდი, 02/05/2019
შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რივალკრედიტი“-ს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებაზე თანხმობის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

 საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №808

2019 წლის 24 აპრილი

შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რივალკრედიტის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებაზე თანხმობის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №59/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის“ მე-7 მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტების, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 28 იანვრის №13/04 ბრძანების საფუძველზე:

საქართველოს ეროვნული ბანკი ეთანხმება შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რივალკრედიტის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 412677429) ლიკვიდატორის 2019 წლის 16 აპრილს საქართველოს ეროვნულ ბანკში შემოტანილ განცხადებას და თანხმობას აცხადებს, რომ ლიკვიდატორმა სასამართლოში შეიტანოს განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ;

აღნიშნული განკარგულება გამოცემიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს ეროვნული ბაკის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.nbg.gov.ge) და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ (www.matsne.gov.ge).

აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში;

ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.

პაპუნა ლეჟავა