„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/04/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 310150000.35.132.016437
12
25/04/2019
ვებგვერდი, 03/05/2019
310150000.35.132.016437
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №12

2019 წლის 25 აპრილი

ქ. ბათუმი

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბა­მი­სად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1
1.  „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში  მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკ­რუ­­ლების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგა­რიშ­გების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიცი­პა­ლიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 ივნისის №50 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქ­ა­რ­თ­ველოს საკანონმდებლო მაცნე, www.mats­ne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 06/07/2018, სა­რეგისტრაციო კოდი: 310150000.35.132.016398) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №1-ს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესს“ მე-8 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

„მუხლი 81. M2 კატეგორიის ტურისტული ავტობუსების შეფასების კრიტერიუმები

1. გამარჯვებულის გამოვლენა ხდება ნებართვის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი M2 კატეგორიის ტურისტული ავტობუსების შეფასებით, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

M2 კატეგორიის ტურისტული ავტობუსის შეფასების კრიტერიუმები:

ქულა

  1. გამოშვების წელი

ა)

2016-2019 წ.წ.

10

ბ)

2011-2015 წ.წ.

5

გ)

2005- 2010 წ.წ.

3

2005 წლამდე გამოშვებულ M2 კატეგორიის ტურისტულ ავტობუსებზე ნებართვა არ გაიცემა

  1. კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები

ა)

მგზავრთა სალონის გამართული კონდიცირების/გათბობის სისტემა

2

ბ)

მგზავრთა სალონის გამართული სავენტილაციო სისტემა

2

M2 კატეგორიის ტურისტულ ავტობუსზე, რომელსაც არ ექნება კონდიცირების/გათბობის ან/და ვენტილიაციის გამართული სისტემები ნებართვა არ გაიცემა

  1.   M2 კატეგორიის ტურისტული ავტობუსის ძარის ვარგისიანობა

ა)

ძარას არ გააჩნია მექანიკური დაზიანება და კოროზია

7

M2 კატეგორიის ავტობუსზე, რომელსაც ექნება ძარაზე მექანიკური დაზიანება ან/და კოროზია ნებართვა არ გაიცემა

  1. M2 კატეგორიის ტურისტული ავტობუსის სალონი

ა)

M2 კატეგორიის ტურისტულ ავტობუსს უნდა გააჩნდეს პანორამული სახსნელი ჭერი, შესაძლებელია მხოლოდ პანორამული მინის ჭერის არსებობა.

10

ბ)

მგზავრთა სალონი აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი სპეციალიზებული ტექნკით გიდისთვის, რაც მგზავრებს/ტურისტებს გაუადვილებს ქალაქის ღირშესანიშნაობების შესახებ საინტერესო ისტორიების მოსმენას.

8

გ)

მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სალონი გაწყობილი უნდა იყოს რბილი და ხმაურჩამხმშობი გადასაკრავით და არ უნდა იყოს ტრავმასაშიში შვერილები და სხვა კონსტრუქციული ელემენტები, განათების სისტემა სრულყოფილია, იატაკი სწორი დაზიანების გარეშე.

5

დ)

კარების საკეტი, ლუქი და ფანჯრების ჩამკეტები გამართულია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), იკეტება და იღება თავისუფლად, საქარე და გვერდითი მინები არ არის დაზიანებული.

7

ე)

სავარძლის პარამეტრები და განლაგება შეესაბამება სტანდარტებს

სავარძლების რაოენობა

K

H

J

17 დასაჯდომ ადგილამდე

35სმ;

65სმ;

35სმ;

4

17 და მეტი დასაჯდომი ადგილით

35სმ;

65სმ;

40-50სმ;

5

M2 კატეგორიის ავტობუსზე, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს შეფასების კრიტერიუმის მე-4 პუნქტის ა-ბ-გ-დ-ე ქვეპუნქტებს ნებართვა არ გაიცემა

  1. M2 კატეგორიის ავტობუსის უსაფრთხოება

ა)

ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების, სამედიცინო სააფთიაქო ყუთების, საავარიო გაჩერების ნიშნების, მინის გასატეხი ჩაქუჩების კომპლექტის, დაგორების საწინააღმდეგო სოლების ან დაგორების საწინააღმდეგო სხვა მოწყობილობების არსებობა. (მარკირებული)

10

M2 კატეგორიის ავტობუზე, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს უსაფრთხოების ნორმებს, ნებართვა არ გაიცემა

2. საერთო შეფასებაში თითეულ კრიტერიუმს აქვს თავისი ქულა.
3. გამარჯვებულად ითვლება ის ნებართვის მაძიებელი, რომელიც შეფასების შედეგად მიიღებს ყველაზე მაღალ საბოლოო ქულათა ჯამს.
4. M2 კატეგორიის ტურისტული ავტობუსის  შეფასების კრიტერიუმების ქულა იანგარიშება შემდეგნაირად:

ა) ნებართვა არ გაიცემა კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოდგენილ იმ ავტოსატ­რანს­პორტო საშუალებაზე, რომელიც კონკურსისათვის განსაზღვრული ზემოაღნიშ­ნული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით დააგროვებს 56-ზე ნაკლებ ქულას;

ბ) თანაბარი ქულის დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც აკმაყოფილებს M2 კატეგორიის ტურისტული ავტობუსის საკონკურსო შეფა­სე­ბის კრიტერიუმებს შემდეგი თანმიმდევრობით, კერძოდ: საკონკურსო შეფა­სე­ბის კრიტერიუმე­ბის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს და მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვე­პუნქტებს.

5. ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ ფასდება და ნებართვის მაძიებელი არ შეიძლება გამოცხადდეს გამარჯვებულად თუ:

ა) წარმოდგენილი საკონკურსო განცხადება არ შეესაბამება სანებართვო პირობებს;

ბ) ნებართვის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩე­ნით ჩამორთმეული აქვს შესაბამის სანებართვო სფეროში საქმიანობის უფლება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე