„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 210
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/04/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/04/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 04/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.021222
210
25/04/2019
ვებგვერდი, 30/04/2019
010220030.10.003.021222
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №210

2019 წლის 25 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქარ­თვე­ლოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/11/2013, 010220030.10.003.017456) შეტანილ იქნეს ცვლილება  და:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშესაწყობად დაფინანსების გამოყოფის საკითხების შესწავლის მიზნით, შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი − საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე −  უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე;

ირინე აბულაძე − საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე − უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

შალვა გოგოლაძე − საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის  მოადგილე;

ილია ბეგიაშვილი − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;

ზაზა ბოხუა − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  პირველი მოადგილე;

გიორგი კაკაურიძე − საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

ირაკლი ჩიქოვანი − საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ეკონომიკური დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსი;

მირიან  ჩაჩავა − სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი;

ზვიად როსტომაშვილი − სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი;

მამია მორალიშვილი − სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე;

მარიამ ტაბატაძე − საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი;

გიორგი ბოლოთაშვილი − საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის ანალიზის სამმართველოს უფროსის ფუნქციათა შემსრულებელი;

გიორგი კუჭუხიძე − საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საბიუჯეტო სამმართველოს დამხმარე სპეციალისტი;

ზურაბ ხუციშვილი − საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი −  უწყებათაშორისი კომისიის მდივანი.“.

3. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. დამტკიცდეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით  დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის დებულება დანართის შესაბამისად.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების (დანართის):

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის დებულება“;

ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (შემდგომში – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება) ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით  დაფინანსების გამოყოფის  საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის (შემდგომში – კომისია) დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს კომისიის ამოცანებსა და მუშაობის წესს.“;

გ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის შემადგენლობიდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთა არანაკლებ 2/3-ისა და სხვა უწყებებიდან − არანაკლებ ორი წევრისა. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.“;

დ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. კომისიის მუშაობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

კომისიის მუშაობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე