ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ტურისტული ავტობუსების მოძრაობის მარშრუტის დამტკიცების შესახებ

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ტურისტული ავტობუსების მოძრაობის მარშრუტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/04/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 22/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016436
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
11
25/04/2019
ვებგვერდი, 02/05/2019
010250050.35.132.016436
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ტურისტული ავტობუსების მოძრაობის მარშრუტის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/05/2019 - 22/08/2019)

 

ქალაქ ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №11

2019 წლის 25 აპრილი

ქ. ბათუმი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ტურისტული ავტობუსების მოძრაობის მარშრუტის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-11 პუნქტის და მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქ. ბათუმის მუნიცი­პალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგო­რიის ტურისტული ავტობუსების მოძრაობის მარშრუტი შემდეგი მიმართულებით: მოძ­რაო­ბის სქემა – ახალი ბულვარი – შ. ხიმშიაშვილის ქუჩა (აკვა-პარკი) – რუსთაველის ქუჩა (დელფინარიუმი) – ვაშა-ფშაველას ქუჩა – (ხელოვნების მუზეუმი) ზუბალაშვილის ქუჩა – ბარათაშვილის ქუჩა (ევროპის მოედანი) – მ.აბაშიძის ქუჩა – კ.გამსახურდიას ქუჩა – რუსთაველის ქუჩა (საოცრებათა მოედანი) – გოგებაშვილის ქუჩა – ბაქოს ქუჩა – თამარ მეფის გამზირი – მწვანე კონცხი (ბოტანიკური ბაღი), უკუმიმართულება – იგივე.
მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ მარშრუტზე M2 კატეგო­რიის ტურისტული ავტობუსების საერთო რაოდენობა განისაზღვროს ხუთი ერთეულით. 
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე