„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 12 ივნისის №230 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 120
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/04/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 08/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.033.017196
120
25/04/2019
ვებგვერდი, 01/05/2019
010320040.22.033.017196
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 12 ივნისის №230 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №120

2019 წლის 25 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 12 ივნისის №230 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 12 ივნისის №230 ბრძანებაში (ვებგვერდი, 14/06/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.033.017103) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-14 მუხლის მე-2 - მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება ან უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, დაბეგვრასთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს კანონის „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“, საქართველოს კანონის „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“, საქართველოს კანონის „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook) ცოდნა;

ე) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

3. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი:

4. მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება ან უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, დაბეგვრასთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს კანონის „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“, საქართველოს კანონის „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“, საქართველოს კანონის „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook) ცოდნა;

ე) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

5. პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება ან უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

ბ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, დაბეგვრასთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს კანონის „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“, საქართველოს კანონის „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“, საქართველოს კანონის „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook) ცოდნა;

დ) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი