„გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/04/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 02/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.161.016442
9
24/04/2019
ვებგვერდი, 01/05/2019
010260020.35.161.016442
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2019 წლის 24 აპრილი

ქ. გარდაბანი

 

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №21 დადგენილების (www.matsne.gov.ge, ვებგვერდი 20/04/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.161.016400) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში – „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება“ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება: მე-4 მუხლის -„მუნიციპალიტეტის მერი“ – მეოთხე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.დ1“ ქვეპუნქტი:

„ე.დ1) ხელს აწერს სამსახურის მიერ მომზადებულ მშენებლობის ნებართვებსა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ შესაბამის ინდივიდუალურ – ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; სამსახურის უფროსის მიერ მომზადებული წინადადებების (დასკვნების) შესაბამისად აძლევს მას თანხმობას იმ სამუშაოთა განხორციელების თაობაზე, რომელიც უკავშირდება მშენებლობებსა და საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებას, თუ ამ სამუშაოთა განხორციელება არ მოითხოვს მშენებლობის ნებართვის გაცემას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეტარიელ ჯანხოთელი