დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 121 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 25/04/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/05/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017197 |
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 68-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. უცხოეთის დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობის და დიპლომატიური მისიის წევრის (შემდგომში – დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდებისას ან/და მომსახურების გაწევისას, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებისათვის სავალდებულოა, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრმა საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს წარუდგინოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის მიერ მის სახელზე გაცემული პირადობისა და ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი სააკრედიტაციო ბარათი და საკონტროლო-სალარო აპარატით ამობეჭდილი სალაროს ჩეკზე/ანგარიშ-ქვითარზე მიუთითოს ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი სააკრედიტაციო ბარათის ნომერი, აღნიშნული ინფორმაცია და დღგ-ის გარეშე საქონლის/მომსახურების შეძენის ფაქტი დაადასტუროს საკონტროლო-სალარო აპარატით ამობეჭდილი სალაროს ჩეკზე/ანგარიშ-ქვითარზე ხელმოწერით და დაუბრუნოს იგი საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს. ამასთან, თუ დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ითხოვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერას, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში დღგ-ის თანხის აღმნიშვნელ სტრიქონზე მიეთითება „0“, მყიდველის საიდენტიფიკაციო ნომრის აღმნიშვნელ სტრიქონზე შეიტანება დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრის პირადობისა და ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი სააკრედიტაციო ბარათის ნომერი, ხოლო საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი სტრიქონის შეუვსებლად დარჩენილ უჯრედებში მიეთითება „ –“. შენიშვნა: ამ პუნქტით გათვალისწინებული „ანგარიშ-ქვითარი“ განიმარტება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად. 3. დღგ-ის გადამხდელად არარეგისტრირებული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში დიპლომატიური წარმომადგენლობის ან/და დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრისთვის საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა ხორციელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები