„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის ფულადი სარგოების (თანამდებობრივი სარგოს და წოდებრივი სარგოს) და დანამატების ოდენობების, აგრეთვე ფულად სარგოზე დანამატის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ“

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის ფულადი სარგოების (თანამდებობრივი სარგოს და წოდებრივი სარგოს) და დანამატების ოდენობების, აგრეთვე ფულად სარგოზე დანამატის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 24/04/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016862
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
35
24/04/2019
ვებგვერდი, 25/04/2019
140130000.22.034.016862
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის ფულადი სარგოების (თანამდებობრივი სარგოს და წოდებრივი სარგოს) და დანამატების ოდენობების, აგრეთვე ფულად სარგოზე დანამატის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ“
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/04/2019 - 15/04/2026)

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის ფულადი სარგოების (თანამდებობრივი სარგოს და წოდებრივი სარგოს) და დანამატების ოდენობების, აგრეთვე ფულად სარგოზე დანამატის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ“
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №35

2019 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის ფულადი სარგოების (თანამდებობრივი სარგოს და წოდებრივი სარგოს) და დანამატების ოდენობების, აგრეთვე ფულად სარგოზე დანამატის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
განისაზღვროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო)  მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სისტემის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე  მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთი თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
1. დაუწესდეს სახელმწიფო სპეციალური  წოდების მქონე სამსახურის სისტემის მოსამსახურეს სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით ფულად სარგოზე (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები) ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატი შემდეგი ოდენობით:

ა) 1-დან 2 წლამდე – 5%;

ბ) 2-დან 5 წლამდე – 10%;

გ) 5-დან 10 წლამდე – 15%;

დ) 10 წელი და მეტი – 20%.

2. სამსახურის სისტემის საჯარო მოსამსახურეს და სამოქალაქო პირს, რომელსაც უკავია შტატით გათვალისწინებული თანამდებობა და სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების შემთხვევაში, ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატის დაანგარიშებისას, განსაკუთრებულ შემთხვევებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი)  თანხმობით, ნამსახურობაში ჩაეთვლება სამინისტროს სისტემაში და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში წოდების გარეშე მუშაობის  პერიოდი.

3. სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობის დანამატის დაანგარიშებისას წელთა ნამსახურობაში ჩაითვალოს სამხედრო ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები პერიოდი, სამხედრო ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით სწავლის პერიოდის ჩათვლით.

4. სამსახურის სისტემის მოსამსახურე ვალდებულია, ცნობა ან წელთა ნამსახურობის შესახებ ამონაწერი წარუდგინოს სამსახურის სისტემის შესაბამის საფინანსო დანაყოფს.

5. სამსახურის სისტემის შესაბამისმა საფინანსო დანაყოფმა ნამსახურები წლების დანამატის დარიცხვა განახორციელოს შესაბამისი ცნობის (ამონაწერის) მიღების მომენტიდან ან/და წარმოდგენილი ცნობით გათვალისწინებული თარიღიდან.

მუხლი 3
1. ზამთრისა და ზაფხულის საკურორტო სეზონის განმავლობაში ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით მივლინებულ/მივლენილ სამსახურის მოსამსახურეებს, დამატებითი ანაზღაურების მიზნით, მინისტრის გადაწყვეტილებით, მივლინების/მივლენის პერიოდში შესაძლებელია დაუწესდეთ დანამატი, არაუმეტეს 600 ლარისა.

2. ადამიანის სიცოცხლის/ჯანმრთელობის გადარჩენის ან/და ფიზიკური/იურიდიული პირის, სახელმწიფოს ან მუნიციპალური ქონების დაზიანება/განადგურების თავიდან აცილების შემთხვევაში, დამატებითი ანაზღაურების მიღების მიზნით, მინისტრის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გაიცეს დანამატი სამსახურის სისტემის მოსამსახურეზე არაუმეტეს მისი თანამდებობრივი სარგოს 200%-ისა. 

მუხლი 4
1. სამსახურის სისტემაში ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის, სახელფასო დანამატი გაიცემა ზემდგომი თანამდებობის პირის (არსებობის შემთხვევაში) წარდგინების საფუძველზე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის და ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სახელფასო დანამატი, სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების მიწოდების მიმართულებით შესრულებული სამუშაოსათვის, გაიცემა სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან.

მუხლი 5
სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობები განისაზღვრება სამსახურის საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 6
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ  სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია



დანართი

 

სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოს ოდენობები

 


 

წოდება

 სარგო

გენერალ-ლეიტენანტი

110

გენერალ-მაიორი

100

პოლკოვნიკი

70

ვიცე-პოლკოვნიკი

60

მაიორი

50

კაპიტანი

40

უფროსი ლეიტენანტი

30

ლეიტენანტი

25

უმცროსი ლეიტენანტი

20

ზემდეგი

7

უფროსი სერჟანტი

6

სერჟანტი

5

უმცროსი სერჟანტი

4

რიგითი

3