დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეროვნული ბანკის 2008 წლის ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელ დამოუკიდებელ აუდიტორთა და მომავალი თაობების ფონდისა და სტაბილური განვითარების ფონდის ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელ დამოუკიდებელ აუდიტორთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 369 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 21/10/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 155, 24/10/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს ეროვნული ბანკის 2008 წლის ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელ დამოუკიდებელ აუდიტორთა და მომავალი თაობების ფონდისა და სტაბილური განვითარების ფონდის ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელ დამოუკიდებელ აუდიტორთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პირველი მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად,
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წერილის (#9135, 13.10.2008) გათვალისწინებით დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული ბანკის 2008 წლის ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელ დამოუკიდებელ აუდიტორთა და მომავალი თაობების ფონდისა და სტაბილური განვითარების ფონდის ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელ დამოუკიდებელ აუდიტორთა შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) მელიქიშვილი ზურაბი (კომისიის თავმჯდომარე)
ბ) ამაღლობელი დავითი
გ) ბუცხრიკიძე ბეჟანი
დ) თორდია ლაშა
ე) კვერნაძე ელდარი
ვ) კუბლაშვილი პავლე
ზ) ლალიაშვილი ნიკოლოზი.
2. საკონკურსო კომისიამ შეიმუშაოს კომისიის დებულება და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
3. საკონკურსო კომისიამ საქართველოს პარლამენტის სახელით გამოაცხადოს კონკურსი აუდიტის ჩატარების შესახებ, შეიმუშაოს საკონკურსო პირობები, მოთხოვნები და წესები.
4. საკონკურსო კომისიამ საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კონკურსის საფუძველზე გამოვლენილი აუდიტორული ფირმა არა უგვიანეს 20 დეკემბრისა.
5. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის პირველი
მოადგილე მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2008 წლის 21 ოქტომბერი.
№369_IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები