„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის №33 დადგენილებაში შეტანის შესახებ

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის №33 დადგენილებაში შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 74
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/04/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.139.016332
74
25/04/2019
ვებგვერდი, 01/05/2019
010250020.35.139.016332
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის №33 დადგენილებაში შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №74

2019 წლის 25 აპრილი

ქ. ბორჯომი

 

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის №33 დადგენილებაში შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის №33 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/04/2018, 010250020.35.139.016291):
1. დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი – იურიდიული კონსულტირების, სასამართლო საქმეთა წარმოების, კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის სახელწოდება შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით ,,იურიდიული სამსახური“
2. დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი – ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის სახელწოდება შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური“.
3. დებულების მე-10 მუხლს მე-4 პუნქტს დაემატოს „ი“ ქვეპუნქტი – „შიდა აუდიტის სამსახური“.
4. დებულების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: იურიდიული სამსახურის ფუნქციებია: მერიის სამართლებრივი მომსახურება, მისი ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, ნორმატიული აქტებისა და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების  და მუნიციპალიტეტის საქმიანობის მარეგულირებელი სხვა შიდა სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
5. დებულების მე-11 მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული „ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური“-ს სახელწოდება შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს როგორც – „ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური“;
6. დებულების მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. შიდა აუდიტის სამსახურის ფუნქციებია: აუდიტის ობიექტის წინაშე არსებული პოტენციური რისკების დადგენა და მათ სამართავად დანერგილი კონტროლის სისტემის ხარისხის შეფასება, დაწესებულების სისტემის საქმიანობის გაუმჯობესება და მიზნების მიღწევის ხელშეწყობა, აუდიტის ობიექტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება“.

7. დებულების 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 მერიის საქმისწარმოებაში გამოყენებული დოკუმენტების სახეებისა და მათი გაფორმების სტანდარტების შესაბამისობას ბორჯომის მუნიციპალიტეტის უნიფიცირებული ფორმების მოთხოვნებთან უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება და იურიდიული სამსახური.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გოგიჩაიშვილი