ქალაქ რუსთავში, უსახელო მოედნებისთვის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ რუსთავში, უსახელო მოედნებისთვის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 274
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/04/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.160.016007
274
23/04/2019
ვებგვერდი, 25/04/2019
000000000.00.160.016007
ქალაქ რუსთავში, უსახელო მოედნებისთვის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №274

23 აპრილი 2019 წელი

ქ. რუსთავი

ქალაქ რუსთავში, უსახელო მოედნებისთვის სახელის მინიჭების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისს №239 დადგენილების შესაბამისად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2019 წლის 27 მარტის №01/1393 (შემოსული დოკ: №3188/02; 27.03.2019) წერილის გათვალისწინებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. ქალაქ რუსთავში, უსახელო მოედნებს მიენიჭოს შემდეგი სახელები:

ა) ქალაქ რუსთავის შემოსასვლელში მდებარე უსახელო მოედანს მიენიჭოს  ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენლის – თამარ მეფის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქალაქ რუსთავის ჟიული შარტავას ბიუსტის წინ მდებარე უსახელო მოედანს მიენიჭოს ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის – ჟიული შარტავას სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

გ) ქალაქ რუსთავის ხალხთა მეგობრობის გამზირის და ვლადიმერ მესხიშვილის/ნიკო ლომოურის ქუჩის კვეთაზე არსებულ უსახელო მოედანს მიენიჭოს დიდი ქართველი პოეტისა და მოაზროვნის, საქვეყნოდ ცნობილი პოემის „ვეფხისტყაოსნის“ ავტორის – შოთა რუსთაველის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება ინფორმაციისთვის გადაეგზავნოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება ძალაშია გაცნობისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქალაქი რუსთავი, ბოსტან-ქალაქის №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

 

კრებულოს თავმჯდომარე                                                                                        ლევან ონიანი