„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესისა და გარე ვაჭრობის უფლების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესისა და გარე ვაჭრობის უფლების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 104
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/04/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/04/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 31/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016507
104
24/04/2019
ვებგვერდი, 30/04/2019
010250020.35.123.016507
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესისა და გარე ვაჭრობის უფლების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №104

2019 წლის 24 აპრილი

ქ. ქუთაისი

 

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესისა და გარე ვაჭრობის უფლების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესისა და გარე ვაჭრობის უფლების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №71 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06.02.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.123.016281), კერძოდ:

1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. „დადგინდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების საფასური შემდეგი საქმიანობის ტიპების მიხედვით:

1. ნაყინის, გამაგრილებელი და გაზიანი სასმელების, ყავისა და ლუდის რეალიზაცია – აღნიშნული ტიპის პროდუქციით დაკავებული ტერიტორიის 1 კვადრატული მეტრის საფასური თვეში განისაზღვროს 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზკვების ობიექტების წინ, საზკვების დანიშნულების საქონლის რეალიზაცია შესაბამისი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით (მაგიდები, სკამები, საჩდრილობელი ქოლგები და პირველ კლასს დაქვემდებარებული დროებითი შენობა-ნაგებობა ღია ტიპის კაფე-ბარებისათვის, რომლის ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 60.0 კვადრატულ მეტრს და სიმაღლე 5.0 მეტრს, შედგენილი უნდა იყოს ანაკრები ელემენტებისგან და წარმოადგენდეს ასაწყობ – დასაშლელ ან/და მობილურ სისტემას, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ უნდა გააჩნდეს მიწისქვეშა სათავსები. დროებითი შენობა-ნაგებობა უნდა წარმოადგენდეს თანამედროვე ტიპის მოცულობას) – დაკავებული ტერიტორიის 1 კვადრატული მეტრის საფასური თვეში განისაზღვროს 5 (ხუთი) ლარის ოდენობით.

3. ყველა სახის სწრაფი გადახდის ავტომატების, ატრაქციონების, სხვა აპარატებისა და პავილიონების ფუნქციონირებისათვის (პრესისათვის, ტურისტული სუვენირებისათვის, თამბაქოსათვის, ყვავილებისათვის და სხვა, გარდა სასურსათო პროდუქტისა) – დაკავებული ტერიტორიის 1 კვადრატული მეტრის საფასური თვეში განისაზღვროს 40 (ორმოცი)ლარის ოდენობით. ამასთან, პავილიონის ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 6 კვადრატულ მეტრს.

4. ვერტიკალური „სტელაჟების“ (დახლის), პავილიონების ფუნქციონირებისათვის (მხოლოდ ხილ-ბოსტნეულისათვის, თუ მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში) -  დაკავებული ტერიტორიის 1 კვადრატული მეტრის საფასური თვეში განისაზღვროს 40 (ორმოცი) ლარის ოდენობით. ამასთან, პავილიონის ფართობი არ უნდა აღემატებოდეს  6 კვადრატულ მეტრს. განსათავსებელი ობიექტის ვიზუალური ხედი წინასწარ უნდა იქნეს შეთანმებული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურთან.

5. სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, სეზონურად ყურძნის, ციტრუსისა და ბაღჩეულის (საზამთროს, ნესვის,  გოგრის და სხვა) რეალიზაცია – აღნიშნული ტიპის პროდუქციით დაკავებული ტერიტორიის 1 კვადრატული მეტრის საფასური თვეში განისაზღვროს 40 (ორმოცი) ლარის ოდენობით. ამასთან, ფართობი არ უნდა აღემატებოდეს  5 კვადრატულ მეტრს. აღნიშნული პროდუქტის რეალიზაცია დასაშვებია, როგორც სპეციალურად მოწყობილი სავაჭრო დახლიდან, ისე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებიდან, რომელსაც გააჩნია სპეციალურად მოწყობილი სათავსი.

6. სპეცდანიშნულების საფირმო მანქანებიდან სწრაფი კვების პროდუქტების მომზადება და რეალიზაცია (სანიტარიული პირობების დაცვით) განისაზღვროს 40 (ორმოცი) ლარის ოდენობით (გარე ვაჭრობის უფლების მიღებამდე დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს სანიტარიული ნორმების დაცვის შესაბამისი დოკუმენტი).

7. სადღესასწაულო ან კვირის კონკრეტული დღეებისათვის, ამ მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის ტიპების მიხედვით, ერთი დღის საფასური 1 კვადრატულ მეტრზე განისაზღვროს 3 (სამი) ლარის ოდენობით.“.

2. დადგენილების დანართის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა შეიძლება მოხდეს ორი წლის ვადით ან სეზონურად, მათ შორის, კვირის კონკრეტული დღეებისათვის, გარდა პავილიონების ფუნქციონირებისა და პირველ კლასს დაქვემდებარებული დროებითი შენობა-ნაგებობის ღია ტიპის კაფე-ბარების განთავსებისათვის, რომელზეც შესაძლებელია გაიცეს გარე ვაჭრობის უფლება, ათი წლის ვადით, ან სეზონურად.“.

3. დადგენილების დანართის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„ა) დაინტერესებულმა პირმა განაცხადი უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით საიტზე: http://my.kutaisi.gov.ge/;“;

„ე) გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი იმ ადგილის წინამდებარე ობიექტის მესაკუთრის ნოტარიული წესით დამოწმებულ თანხმობას, რაზეც სურს გარე ვაჭრობის უფლების მოპოვება, გარდა იურიდიული პირის მიერ ბეჭდით დამოწმებული თანხმობისა, ასევე იჯარის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში იმ პირობით თუ გარე ვაჭრობის უფლებისათვის მოთხოვნილი ვადა არ აღემატება იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოქმედების ვადას;“.

4. დადგენილების დანართის მე-5 მუხლს დაემატოს 101 პუნქტი:

„101 . ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის თანხმობის საფუძველზე შესაძლებელია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადმა სტრუქტურულმა ერთეულმა – ზედამხედველობის სამსახურმა გასცეს გარე ვაჭრობის უფლება სადღესასწაულო დღეებში, სეზონური და ერთ წლამდე ვადით.“.

5. დადგენილების დანართის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირს, რომელსაც წინამდებარე წესის მე-5 და მე-8 მუხლების შესაბამისად მიეცემა გარე ვაჭრობის უფლება, გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე უფლება აქვს განათავსოს მხოლოდ I კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობა ან/და განათავსოს ისეთი ნივთი, რომელიც არ წარმოადგენს შენობა-ნაგებობას და შესაბამისად, არ მიეკუთვნება რომელიმე კლასს (მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, ნივთის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი, ამასთან, პავილიონი ხილ-ბოსტნეულისათვის, საზამთროს, ნესვისა  და გოგრის, პრესის, ტურისტული სუვენირების, თამბაქოს, ყვავილებისა და მსგავსი დანიშნულების ნივთების რეალიზაციისათვის, გარდა სხვა სასურსათო პროდუქტისა), თუმცა, აღნიშნული ნივთები განკუთვნილია უშუალოდ გარე ვაჭრობისათვის.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენიკოლოზ ლატარია