,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/04/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 090020020.35.151.016276
7
24/04/2019
ვებგვერდი, 01/05/2019
090020020.35.151.016276
,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2019 წლის 24 აპრილი

დაბა სტეფანწმინდა

 

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის №3 დადგენილებაში (www. matsne. gov.ge 06/03 2019 090020020.35.151.016272) შეტანილი იქნეს შემდეგი სახის ცვლილებa:

1.დადგენილების პირველი მუხლით  დამტკიცებული პროგრამის  მე-2 მუხლის  მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„-7. „ცელიაკიითა და ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება(18 წლამდე)“;

2.დადგენილების პირველი მუხლით  დამტკიცებული პროგრამის   მე-4 მუხლის  მე-2 პუნქტის  „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

 ა) ონკოდაავადებების მქონე მოქალაქეებისათვის, შშმ პირებისათვის, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ იმ პირთათვის, რომელთაც მინიჭებული აქვთ 0-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულა -არაუმეტეს 1000(ერთი ათასი) ლარით.

ბ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები ყველა სხვა სახის კატეგორიის  მოქალაქისათვის-არა უმეტეს 500(ხუთასი) ლარით;

3. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული პროგრამის  მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„9.„ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები სოციალური შემწეობის მიმღები, ობოლი და მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტებისა და მაგისტრანტების  სწავლის დაფინანსება  აკრედიტებულ/ ავტორიზებულ სასწავლებლებში, აგრეთვე იმ ოჯახების, სადაც ორი და მეტი სტუდენტია (დაფინანსებას მიიღებენ სტუდენტები, რომლებიც  სწავლობდნენ ბოლო სამი წელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, ხოლო  სტუდენტის ასაკი არ აღემატება 28 წელს);

1.სოციალური შემწეობის მიმღებ, ობოლ და მრავალშვილიანი  ოჯახის სტუდენტებს, აგრეთვე იმ ოჯახიდან, სადაც არის ორი და მეტი სტუდენტი, სწავლის საფასური თითოეულ სტუდენტს  დაუფინანსდება 80 %-ით( ყოველწლიური სწავლის საფასურის  2250  ლარის 80 %);

2. მუნიციპალიტეტში  წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) სტუდენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ატესტატის ასლი;

დ) ცნობა აკრედიტებული/ავტორიზებული სასწავლებლიდან სწავლის საფასურისა და შესაბამისი რეკვიზიტების შესახებ;

ე) მრავალშვილიანი ოჯახის მშობლების პირადობის ასლები, ქორწინების ასლი და ყველა შვილის  დაბადების მოწმობის ასლები;

ვ) ობოლი ბავშვების შემთხვევაში - მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ზ) სოციალურად დაუცველი ოჯახის შემთხვევაში-შესაბამისი ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან.“.

4. დადგენილების პირველი მუხლით  დამტკიცებული  პროგრამის მე-11 მუხლის სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„მუხლი11. ცელიაკიითა და ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება“

5. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული პროგრამის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები ცელიაკიითა და ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვებზე ყოველთვიურად 170 ლარის ოდენობით (18 წლამდე);

6. დადგენილების  პირველი მუხლით დამტკიცებული პროგრამის  მე-13 მუხლის   პირველი  პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემეგი სახით:

„ა) ჰემოდიალეზზე მყოფ პაციენტებს ყოველთვიურად მიეცემათ დახმარება 200(ორასი) ლარის ოდენობით.

მუხლი 2
დადგენილება  ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ სეთურიძე