დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 197 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/04/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/04/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220000.10.003.021212 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/06/2018, 010220000.10.003.020656) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1) ღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს წევრობის კოორდინირებას ეროვნულ დონეზე და საერთაშორისო წარმომადგენლობას, ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის შემუშავებას, შესრულების მონიტორინგსა და ანგარიშგებას, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების განხორციელების ხელშეწყობას;“. 2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ე1“ ქვეპუნქტი: „ა.ე1) ღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს წევრობის კოორდინირება ეროვნულ დონეზე და საერთაშორისო წარმომადგენლობა, ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის შემუშავება, შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების განხორციელების ხელშეწყობა;“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 აპრილიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები