დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/04/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240060.22.034.016864 |
|
„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით (სსმ, 02/07/2007წ., №94, მუხ.1012) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. 21 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მომსახურების გაწევისას სააგენტოს უფლება აქვს, მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი (მათ შორის, საარქივო მასალა), თავის მიერ დამუშავებულ მონაცემებში შეიტანოს ცვლილებები ან შესწორებები, გასცეს (გამოსცეს) ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა, ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა.“. 3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტო უფლებამოსილია მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს (მათ შორის, საარქივო მასალები) და გასცეს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს.“; 4. 142 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტო ამ თავით განსაზღვრული მიზნებისათვის უფლებამოსილია მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს (მათ შორის, საარქივო მასალები) და გასცეს ლიზინგის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს.“; 5. 181 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 181 1. სააგენტო უფლებამოსილია პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით გასცეს ამ წესის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის ამსახველი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა. 2. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით გაცემის საფუძველს წარმოადგენს ავტორიზებული მომხმარებელის პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით გაკეთებული განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) ავტორიზებული მომხმარებლის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს (სახელს, გვარს, პირად ნომერს ან იურიდიული პირის სახელწოდებასა და საიდენტიფიკაციო კოდს); ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მესაკუთრის სრულყოფილი იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემებს; გ) მითითებას მომსახურების მიღების ვადის შესახებ; დ) ავტორიზებული მომხმარებლის მიერ საფასურის გადახდის დადასტურებას. 3. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის პროგრამული უზრუნველყოფის გზით მიღებისათვის საფასურის გადახდა ავტორიზებული მომხმარებლის მიერ ხორციელდება ელექტრონული გადახდის მეთოდით უნაღდო ანგარიშსწორების გზით. ავტორიზებული მომხმარებელი ვალდებულია მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარუდგინოს სააგენტოს მომსახურების მოთხოვნიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში. 4. ერთი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით გაკეთებული განცხადებით შესაძლებელია მხოლოდ ერთ მექანიკურ სატრანსპორტო საშულებასთან დაკავშირებული ცნობის მიღება.“; 6. თავი IV3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი IV3 იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის, ნასამართლობის შესახებ ცნობის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის, პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის, პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის და მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის შესრულების წესი მუხლი 217 1. იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა, ნასამართლობის შესახებ ცნობა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობა, პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობა, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა, პირის მსჯავრდების შესახებ ცნობა და მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობა, გარდა ამ წესის 181 მუხლით განსაზღვრული შემთხვევისა, გაიცემა მატერიალური დოკუმენტის სახით, რომელზეც სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით დაიტანება უფლებამოსილი პირის ხელმოწერის (ფაქსიმილიე) ან/და ბეჭდის ფოტოასლი, რომელსაც გააჩნია ე.წ „სველი ხელმოწერისა“ და „სველი ბეჭდის“ თანაბარი იურიდიული ძალა. 2. დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებს შესაძლოა დაესვას უფლებამოსილი პირის ე.წ „სველი ხელმოწერა“ ან/და „სველი ბეჭედი“. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცნობები სააგენტოს ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის მიერ ამოიბეჭდება მატერიალური ფორმით, ერთ ეგზემპლარად, გარდა ამ წესის 181 მუხლით განსაზღვრული შემთხვევისა.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები