დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ბილდინგ კომპანი 2016-ის“ კრედიტორთა პირველი კრების გადადების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/4700-19 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 17/04/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია მოსამართლე (კრების თავმჯდომარე): ლევან მიქაბერიძე სხდომის მდივანი: ილია ვაშაკიძე |
განმცხადებელი (მოვალე) – შპს „ბილდინგ კომპანი 2016“
მეურვე – სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“ მოთხოვნის არსი – შპს „ბილდინგ კომპანი 2016“-ის გაკოტრება
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით, დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. შპს „ბილდინგ კომპანი 2016“-ის კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2019 წლის 14 მაისს, 13:00 საათზე, შემდეგი დღის წესრიგით: მეურვის დეტალური (დაზუსტებული) მოხსენების მოსმენა, კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და აღიარება; გაკოტრების მმართველის დანიშვნა. 2. კრედიტორთა კრება შედგება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის შენობაში (ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, სხდომის დარბაზი №46). 3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე, განჩინების გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს. 4. განჩინება გამოქვეყნდეს ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლო დაფაზე. 5. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე (კრების თავმჯდომარე) ლევან მიქაბერიძე სხდომის მდივანი ილია ვაშაკიძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები