საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა“ (ს/კ 202058520) ლიკვიდაციის თაობაზე

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა“ (ს/კ 202058520) ლიკვიდაციის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 41-30
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/04/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.35.101.016597
41-30
19/04/2019
ვებგვერდი, 23/04/2019
040030000.35.101.016597
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა“ (ს/კ 202058520) ლიკვიდაციის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №41-30

2019 წლის 19 აპრილი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა“ (ს/კ 202058520) ლიკვიდაციის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის  პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 79-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, „ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, არაპროფესიული (სამოყვარულო) თეატრების, საკლუბო დაწესებულებების (კულტურის სახლები), მუზეუმებისა და სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო-საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და შემოქმედებითი კოლექტივების განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ივლისის №131 დადგენილების საფუძველზე და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის“ (ს/კ 202058520) ლიკვიდაციის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსაგან თანხმობის მიღების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2019 წლის 10 აპრილის №19.404.530 განკარგულების გათვალისწინებით,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა“ (ს/კ 202058520) ლიკვიდაცია.

 

მუხლი 2
დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის“ (ს/კ 202058520) ლიკვიდაციასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე