დუშეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებისათვის“ გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებიდან წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების წესის დამტკიცების თაობაზე

დუშეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებისათვის“ გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებიდან წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/04/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/04/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 19/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.152.016371
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
12
19/04/2019
ვებგვერდი, 24/04/2019
010250000.35.152.016371
დუშეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებისათვის“ გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებიდან წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების წესის დამტკიცების თაობაზე
დუშეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/04/2019 - 18/05/2020)

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2019 წლის 19 აპრილი

ქ. დუშეთი

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით ა(ა)იპ ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებისათვის’’ გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებიდან წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების წესის დამტკიცების თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების, მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებისათვის“ გათვალისწინებული ასიგნებათა ფარგლებიდან წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დუშეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებისათვის“ გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებიდან წარმატებული სპორტსმენებისა  და მათი მწვრთნელების წახალისების წესის დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 მარტის №19 დადგენილება (matsne.gov.ge. 30/03/2018, ს/კ 010250000.35.152.016341).
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ინაშვილი



დანართი

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებისათვის“ გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებიდან წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების წესი

მუხლი 1
1. წინამდებარე წესი არეგულირებს წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების და სპორტის განვითარების ხელშეწყობისათვის დუშეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა კატეგორიებს, მათ მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების გასაცემი თანხის ოდენობებს.

2. დაფინანსების საბიუჯეტო პროგრამის დასრულების ვადაა 2019 წლის 31 დეკემბერი.

მუხლი 2
1. ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადაეცემათ შემდეგი კატეგორიის სპორტსმენებს შემდეგი ოდენობით:

ა) სპორტსმენი, რომელიც მიმდინარე წელს გახდა/გახდება საქართველოს ჩემპიონი სპორტის ინდივიდუალურ სახეობაში,  გადაეცემა ერთჯერადი ფულადი ჯილდო 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით, თუ იგი აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ პირობას:

ა.ა) ჩემპიონატში მონაწილეობის მომენტში ირიცხება ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ ფილიალის სასპორტო სკოლის მოსწავლედ;

ა.ბ) ჩემპიონატში მონაწილეობის მომენტში მისი პირველი მწვრთნელია ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ ფილიალის სასპორტო სკოლის მწვრთნელის პოზიციაზე მომუშავე პირი ( სასპორტო სკოლის მწვრთნელი) და ჩემპიონატში მონაწილეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სახელით;

ბ) სპორტსმენი, რომელიც მიმდინარე წელს  გახდა/ გახდება საქართველოს  მეორე ადგილის პრიზიორი სპორტის ინდივიდუალურ სახეობაში, გადაეცემა ერთჯერადი ფულადი ჯილდო 400 (ოთხას) ლარის ოდენობით, თუ იგი დააკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ პირობას:

ბ.ა) ჩემპიონატში მონაწილეობის მომენტში ირიცხება ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ ფილიალის სასპორტო სკოლის მოსწავლედ;

ბ.ბ) ჩემპიონატში  მონაწილეობის მომენტში მისი პირველი მწვრთნელია ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ ფილიალის სასპორტო სკოლის პოზიციაზე მომუშავე პირი (სასპორტო სკოლის მწვრთნელი) და ჩემპიონატში მონაწილეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სახელით;

გ) სპორტსმენი, რომელიც მიმდინარე წელს გახდა/ გახდება საქართველოს მესამე ადგილის პრიზიორი სპორტის ინდივიდუალურ სახეობაში, გადაეცემა  ერთჯერადი ფულადი ჯილდო 300 (სამასი) ლარის ოდენობით, თუ იგი დააკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ პირობას:

გ.ა) ჩემპიონატში მონაწილეობის მომენტში ირიცხება ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ ფილიალის სასპორტო სკოლის მოსწავლედ;

გ.ბ) ჩემპიონატში  მონაწილეობის მომენტში მისი პირველი მწვრთნელია ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ ფილიალის სასპორტო სკოლის მწვრთნელის პოზიციაზე მომუშავე პირი (სასპორტო სკოლის მწვრთნელი) და ჩემპიონატში მონაწილეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის  სახელით;

დ) სპორტსმენი, რომელიც მიმდინარე წელს გახდა/ გახდება საქართველოს ჩემპიონი სპორტის გუნდურ სახეობაში, გადაეცემა  ერთჯერადი ფულადი ჯილდო 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, თუ იგი დააკმაყოფილებს  შემდეგ პირობას:

დ.ა) ჩემპიონატში მონაწილეობის მომენტში ირიცხება ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის  სასპორტო გაერთიანების“ ფილიალის სასპორტო სკოლის მოსწავლედ.

2. ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებაში დასაქმებულ, ამ მუხლის  პირველ პუნქტში მითითებულ სპორტსმენთა მწვრთვნელებს  (პირველი მწრთვნელი) წახალისების სახით მიეცეთ ერთჯერადი ფულადი ჯილდო  სპორტსმენისთვის განსაზღვრული ფულადი ჯილდოს ნახევრის ოდენობით.

მუხლი 3
1. გადაწყვეტილებას ერთჯერადი ფულადი ჯილდოს გაცემის თაობაზე იღებს დუშეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი – დირექტორი.

2.  ერთჯერადი ფულადი ჯილდოს მიღების  მსურველმა პირმა უნდა წარუდგინოს ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ დირექტორს განცხადება  და სათანადო დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება ნაჩვენები სპორტული შედეგი და ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობა.

მუხლი 4
წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.