„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/04/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.168.016294
11
19/04/2019
ვებგვერდი, 24/04/2019
010260030.35.168.016294
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №11

2019 წლის 19 აპრილი

ქ. სიღნაღი

 

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა  და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის №21  დადგენილების (www.matsne.gov.ge, 23/04/2018, 010260030.35.168.016255)  დანართში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

მუხლი 1. სოციალური დაცვის პროგრამის ქვეპროგრამები

სოციალური დაცვის პროგრამა მოიცავს სოციალური დახმარების შემდეგ ქვეპროგრამებს:

ა) სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება;

ბ) სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობის სამედიცინო დახმარება;

გ) ონკოლოგიური  ავადმყოფების სამედიცინო დახმარება;

დ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა;

ე)  ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა (18 წლამდე) დახმარება;

ვ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა   სოციალური დახმარება;

ზ) განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ერთჯერადი დახმარება;

თ) სტუდენტების დახმარება;

ი)  იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) სოციალური დახმარება;

კ) მარჩენალდაკარგულისა  და  მარტოხელა მშობლის სოციალური დახმარება;

ლ) მრავალშვილიანი ოჯახების  სოციალური დახმარება;

მ) სიღნაღის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 100 წლისა და 100 წელს გადაცილებულ  მოქალაქეთა დახმარება;

ნ) ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით მიყენებული ზარალისათვის ოჯახის  დახმარება;

ო) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე  პირთა, უსინათლოთა, დაუნის სინდრომით და აუტიზმის სპექტრის მქონე პირთა, აგრეთვე ოჯახებში რეინტეგრირებული ბავშვების, ნათესაური მინდობით აღზრდის პროგრამით მოსარგებლეთა დახმარება, დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების მატერიალური დახმარება;

პ) სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურება;

ჟ) უპატრონოდ დარჩენილი მარტოხელა მოქალაქეების დაკრძალვასთან დაკავშირებული  სარიტუალო   მომსახურება.“.

2. მე-8მუხლის მე-2 პუნქტის  ,,გ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ობოლი სტუდენტის  შემთხვევაში, მშობლის (მშობლების) გარდაცვალების მოწმობის ასლი, ხოლო მრავალშვილიანი ოჯახის შემთხვევაში მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.“.

3. მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გამონაკლისის სახით კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება და დაეხმაროს ცალკეულ, განსაკუთრებულ შემთხვევებში:

ა)  იმ გაჭირვებულ მოქალაქეებს, რომლებმაც მძიმე  სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო განმეორებით მომართეს მუნიციპალიტეტს, განესაზღვროთ დახმარების ოდენობა არაუმეტეს 1000 ლარისა.“

ბ) იმ გაჭირვებულ მოქალაქეებს, რომელთაც  უჭირთ თანხის 100%-ით შევსება, განესაზღვროთ დახმარების ოდენობა არაუმეტეს 1000 ლარისა.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ხატიაშვილი