ბაღდათის მუნიციპალიტეტის დიმის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი დიმი, სოფელი საიმედო), სოფელ დიმში მდებარე 43-ე ქუჩისათვის ფელიქს კაკაურიძის სახელის მინიჭების შესახებ

ბაღდათის მუნიციპალიტეტის დიმის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი დიმი, სოფელი საიმედო), სოფელ დიმში მდებარე 43-ე ქუჩისათვის ფელიქს კაკაურიძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 42 24
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/04/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.124.016001
42 24
19/04/2019
ვებგვერდი, 23/04/2019
000000000.00.124.016001
ბაღდათის მუნიციპალიტეტის დიმის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი დიმი, სოფელი საიმედო), სოფელ დიმში მდებარე 43-ე ქუჩისათვის ფელიქს კაკაურიძის სახელის მინიჭების შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №42 24

2019 წლი 19 აპრილი

ქ. ბაღდათი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის დიმის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი დიმი, სოფელი საიმედო), სოფელ დიმში მდებარე 43-ე ქუჩისათვის ფელიქს კაკაურიძის სახელის მინიჭების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად და „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2019 წლის 18 მარტის სხდომის ოქმის (№14) საფუძველზე,

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

 

1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის დიმის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი დიმი, სოფელი საიმედო), სოფელ დიმში (საკადასტრო კოდი 30.07.00.000) მდებარე 43-ე ქუჩას მიენიჭოს ფელიქს კაკაურიძის სახელი (ქუჩის რუკა თან ერთვის).

2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ 4 თვის ვადაში უზრუნველყოს განკარგულების შესასრულებლად კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვა, დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვა).

3. დაევალოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველად სტრუქტურულ ერთეულს (შემდგომში – საკრებულოს აპარატს) განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გადაუგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

4. საკრებულოს აპარატმა, საკრებულოს გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყოს განკარგულების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი კუპრაძის ქ. №11), ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                          შალვა მშვილდაძე