დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბაღდათის მუნიციპალიტეტის როხის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი როხი), სოფელ როხში მდებარე მე-7 ქუჩისათვის ზვიად კაცაძის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 42 25 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/04/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.124.016002 |
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №42 25
2019 წლის 19 აპრილი
ქ. ბაღდათი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის როხის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი როხი), სოფელ როხში მდებარე მე-7 ქუჩისათვის ზვიად კაცაძის სახელის მინიჭების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად და „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2018 წლის 27 დეკემბრის სხდომის ოქმის (№13) საფუძველზე,
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის როხის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი როხი), სოფელ როხში (საკადასტრო კოდი 30.04.00.000) მდებარე მე-7 ქუჩას მიენიჭოს ზვიად კაცაძის სახელი (ქუჩის რუკა თან ერთვის).
2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ 4 თვის ვადაში უზრუნველყოს განკარგულების შესასრულებლად კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.).
3. დაევალოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველად სტრუქტურულ ერთეულს (შემდგომში – საკრებულოს აპარატს) განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გადაუგზავნოს: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
4. საკრებულოს აპარატმა საკრებულოს გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყოს განკარგულების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი კუპრაძის ქ. №11), ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები