„ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2019 წლის სოციალური დახმარების პროგრამის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 იანვრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 68
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/04/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/04/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.139.016326
68
19/04/2019
ვებგვერდი, 22/04/2019
010250000.35.139.016326
„ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2019 წლის სოციალური დახმარების პროგრამის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 იანვრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №68

2019 წლის 19 აპრილი

ქ. ბორჯომი

„ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2019 წლის სოციალური დახმარების პროგრამის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 იანვრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2019 წლის სოციალური დახმარების პროგრამის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 იანვრის №55 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართში და დანართის მე-8 მუხლი ჩამოყლიბდეს შემდეგი რეადაქციით (www.matsne.gov.ge, 28/01/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.139.016312).

„მუხლი 8. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სრულწლოვანი პირების დახმარება

1. 18 წლის ზევით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (I ჯგუფი) პირებს გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება „ახალი წლის“ და „იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის“ დღესასწაულზე 100 (ასი) ლარის ოდენობით.

2. დახმარების გაწევა განხორციელდეს შშმ (I ჯგუფი) პირებზე, რომლებსაც 2019 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ეძლევათ შშმ პირებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო გასაცემელი – პენსია.

3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა, ოჯახის წევრმა ან მეურვემ ბორჯომის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) მეურვის არსებობისას მეურვის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში ნომერი;

ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გოგიჩაიშვილი