„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 18/04/2019
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/04/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 27/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 010240070.32.057.016308
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4
18/04/2019
ვებგვერდი, 22/04/2019
010240070.32.057.016308
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/04/2019 - 16/05/2019)

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №4

2019 წლის 18 აპრილი

ქ. ბათუმი

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №53 დადგენილებასა (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 17.12.2010, 010240070.32.057.016010) და ამ დადგენილებით დამტკი-ცებულ დებულებაში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 44 (ორმოცდაოთხი) საშტატო ერთეულით.“;

ბ) დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახური;“;

გ) დებულების მე-6 მუხლის 81 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„81.საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია:

ა) საერთაშორისო, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან სამმართველოს ურთიერთობის უზრუნველყოფა და ანგარიშების მომზადება;

ბ) სემინარების, კონფერენციებისა და სამმართველოს მიერ განსახორციელებელ სხვა ღონისძიებათა მოსამზადებლად ორგანიზაციული საქმიანობის წარმართვა;

გ) სამმართველოს შესაბამისი ღონისძიებების ფოტო და ვიდეოგადაღება;

დ) სხვა ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან სამმართველოში შემოსული კორესპონდენციების ქართულ ენაზე და სამმართველოში დამუშავებული დოკუმენტების უცხო ენაზე თარგმნის უზრუნველყოფა;

ე) საზოგადოების გარემოსდაცვითი განათლებისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა;

ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 20 მაისიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე