,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 18/04/2019
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/04/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010320020.32.057.016307
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3
18/04/2019
ვებგვერდი, 22/04/2019
010320020.32.057.016307
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/04/2019 - 16/05/2019)

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №3

2019 წლის 18 აპრილი

ქ. ბათუმი

 

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 იანვრის №1  დადგენილებასა (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 09/01/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010320020.32.057.016236) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 77 (სამოცდაჩვიდმეტი) საშტატო ერთეულით.“;

ბ) დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი) სასელექციო, სანერგე, სანაშენე, მეთესლეობის, ჯიშთგანახლებისა და მცენარეთა დაცვის საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა;“;

გ) დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს ,,ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს   შემდეგი შინაარსის ,,ლ1“, ,,ლ2“, და ,,ლ3“ ქვეპუნქტები:

,,ლ1) კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონში სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

2) სამელიორაციო სისტემების განვითარების  უზრუნველყოფის მიზნით ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;

3) სამელიორაციო სისტემების  მიმდებარე ზოლში ინფრასტრუქტურის განვითარების რეგულირება და სხვადასხვა ობიექტების მშენებლობისა და განვითარების საქმიანობათა დადგენილი წესით შეთანხმება, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში შემავალი იმ სამუშაოების პროექტირება, რომლებიც არ საჭიროებენ საპროექტო კვლევა-ძიებას;“;

დ) დებულების მე-5 მუხლის  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ბ) აგრარული განვითარების დეპარტამენტი;

გ) პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტი;

დ) პროგრამების მართვის დეპარტამენტი;

ე) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;

ვ) იურიდიული დეპარტამენტი;

ზ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი;

თ) ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტი.“;

ე) დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 8. აგრარული განვითარების დეპარტამენტი

აგრარული განვითარების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სოფლის მეურნეობის დარგების მიმდინარე მდგომარეობის შესწავლა, ანალიზი, შეფასება და სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის და სხვა დაკავშირებული დოკუმენტების შემუშავება;

ბ) რეგიონის მუნიციპალიტეტების მიხედვით პრიორიტეტული დარგების და მათი განვითარების სტრატეგიის შემუშავება;

გ) რეგიონში  არსებული        სასოფლო-სამეურნეო        დანიშნულების        მიწის კონსოლიდაციის,  რაციონალური  გამოყენების,   ნაყოფიერების  გაზრდისა  და შენარჩუნების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადება;

დ) კონკურენტუნარიანი ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების გამოვლენა, შესაბამისი წარმოების ჯაჭვის შესწავლა და წინადადებების მომზადება;

ე) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოებისა და გადამუშავების მიმართულებების განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება;

ვ) რეგიონში    ბიოაგროწარმოების    ხელშეწყობის    მიზნით    წინადადებების მომზადება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება;

თ) მემცენარეობის დარგში მეთესლეობის, სანერგე მეურნეობების, სელექციის და ჯიშთგანახლების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადება;

ი) მეცხოველეობის დარგში სანაშენე და ჯიშთგანახლების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადება;

კ) ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში ვეტერინარული,  ფიტოსანიტარული და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის მიღწევის მიზნით წინადადებების მომზადება;

ლ) კომპეტენციის       ფარგლებში,       სურსათის       უვნებლობისა       და       ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;

მ) კერძო    და/ან    საჯარო    ვეტერინარიის    განვითარების    ხელშეწყობის    მიზნით წინადადებების მომზადება;

ნ) აგრარული ექსტენციის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;

ო) სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და მეცხოველეობის დარგების მიხედვით დეტალური ექსტენციის კალენდრის მომზადება, ექსტენციის ფაზების გამოკვეთა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფა;

პ) თანამედროვე  ტექნოლოგიების  და  ახალი  ჯიშების  შესახებ  ბაზარზე  არსებული ინფორმაციის მობილიზაცია, დამუშავება და დანერგვისთვის წინადადებების მომზადება;   

ჟ) სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სურსათის წარმოებასა და რეალიზაციაში საერთაშორისო გამოცდილების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება;

რ) სასოფლო-სამეურნეო    წარმოების    საშუალებებსა    და    ახალ    ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება;

ს) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებული სამინისტროს პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების შესახებ ყოველკვარტალური ანგარიშების და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიერ პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების შესახებ წარმოდგენილი ყოველკვარტალური  ანგარიშების, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით განხილვა და  შესაბამისი წინადადებების წარმოდგენა;

ტ) მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობის კოორდინაცია;

უ) ცენტრალურ, ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე სოფლის მეურნეობის დარგში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების/პროგრამების/ქვეპროგრამების იდენტიფიცირება და ინფორმაციის დაინტერესებული მხარეებისათვის მიწოდების უზრუნველყოფა;

ფ) ცენტრალურ, ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე სოფლის მეურნეობის დარგში მიმდინარე პროექტებში/პროგრამებში/ქვეპროგრამებში რეგიონის ფერმერთა და აგრომეწარმეთა ჩართულობის ხელშეწყობა;

ქ) აგრობიზნესში  დასაქმებულ  პირებთან  (მ.შ. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებთან) და  ფერმერულ ჯგუფებთან აქტიური კომუნიკაცია, მათი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით რეკომენდაციების წარმოდგენა;

ღ) სამინისტროს სტრატეგიის განახლების პროცესში სტატისტიკური და სხვა სახის ინფორმაციის/კვლევების მობილიზაცია და სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის გაზიარება;

ყ) ფერმერთა და აგრომეწარმეთა ერთიანი რეესტრის სისტემის ფუნქციონირება, მობილიზებული ინფორმაციის (სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირების, მათი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის, მათ საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო აქტივების შესახებ და სხვა ინფორმაცია) შეგროვება, დამუშავება და მისი ერთიან ელექტრონულ ბაზაში კონსოლიდაციის უზრუნველყოფა;

შ) დარგში არსებული სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და მობილიზებულ მონაცემებზე დაყრდნობით შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ჩ) კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო ინიციატივებისა და წინადადებების შემუშავება.”;

ვ) დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 9. პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტი

პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) რეგიონის  სოფლის  მეურნეობისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის  დაგეგმვა  და  მისი შესრულების მონიტორინგი;

ბ) სტრატეგიული დოკუმენტების და სამოქმედო გეგმების შემუშავება;

გ) სამინისტროს      სტრატეგიის      და      სამოქმედო      გეგმის      განხორციელებაზე პასუხისმგებელი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების/სისტემის დაწესებულებების იდენტიფიცირება;

დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების/სისტემის დაწესებულებების მიერ სტრატეგიული მიმართულებების და პროგრამების განხორციელების მონიტორინგი და პროცესების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ე) მონიტორინგის     მიზნით     საჭირო     ტექნიკური     ინდიკატორების     თაობაზე წინადადებების მომზადება, მონიტორინგის შედეგების შეჯამება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ვ) შიდა და გარე ბაზრების მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი;

ზ) სტრატეგიული    დოკუმენტების    და    სამოქმედო    გეგმების    ინდიკატორების შესრულების ანალიზი და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმაში შესაბამისი რეკომენდაციების ასახვა;

თ) სოფლის   მეურნეობაში   უცხოური   ინვესტიციების   მოზიდვის   ხელშემწყობი ღონისძიებების შემუშავება და რეალიზაცია;

ი) სოფლის მეურნეობის საინვესტიციო პოტენციალის შესწავლა, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციაში ახალი საინვესტიციო წინადადებების მომზადება;

კ) სოფლის  მეურნეობის  მიმართულებების  შესახებ ინვესტორების ინფორმირება,   ეროვნული სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებების იდენტიფიცირება და დაგეგმვა (ფორუმები, კონფერენციები, გამოფენები და სხვა);

ლ) ინვესტორების მიერ მოწოდებული საინვესტიციო პროექტების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

მ) კომპეტენციის       ფარგლებში       დონორ       ორგანიზაციებთან       ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა, თანამშრომლობის პოლიტიკის ძირითადი მიმართულების განსაზღვრა;

ნ) რეგიონში      არსებული      დონორების      მიერ      განხორციელებული/მიმდინარე პროექტების თაობაზე დეტალური საინფორმაციო ბაზის შექმნა;

ო) დონორთა კოორდინაციის მიზნით მათთან შეხვედრების ორგანიზება;

პ) დონორთათვის  სამინისტროს  და  სოფლის  მეურნეობის  დარგის  საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მობილიზაცია;

ჟ) რეგიონის  მუნიციპალიტეტების  მიხედვით   აქტიურ  მოქალაქეთა  ადგილობრივ გაერთიანებებთან (შემდგომში – ა.მ.ა.გ.) მუშაობა და მათი მობილიზაციის ხელშეწყობა;      

რ) ა.მ.ა.გ.-ებისა და სხვა ფერმერული ჯგუფების საჭიროებების იდენტიფიცირება, შესწავლა, ანალიზი და სამინისტროს მიერ შესაბამისი წლის პროგრამებისა და ქვეპროგრამების დაგეგმვის ეტაპზე გამოვლენილი პრიორიტეტული საჭიროებების  წარმოდგენა;

ს) ა.მ.ა.გ.-ების საჭიროებებიდან გამომდინარე, მათი განვითარების სტრატეგიების და სამუშაო გეგმების შემუშავება, მათი განხორციელების მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციებისა და ანგარიშების მომზადება;

ტ) ა.მ.ა.გ.-ების განვითარების პერსპექტივების, სტრატეგიების და სამუშაო გეგმების დონორებთან კოორდინაცია;

უ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელების თაობაზე ინფორმაციის მობილიზება და დამუშავება;

ფ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების რისკის მართვის პოლიტიკის შემუშავებისა და მისი მუდმივი განახლების უზრუნველყოფა;

ქ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების რისკის მართვის პოლიტიკის დოკუმენტირების უზრუნველყოფა;

ღ) რისკის მართვისა და შიდა კონტროლის ღონისძიებების კოორდინირება;

ყ) რისკის მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და ანგარიშის მომზადება;

შ) კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო ინიციატივებისა და წინადადებების შემუშავება.”;

ზ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,91“ მუხლი:

,,91. პროგრამების მართვის დეპარტამენტი

პროგრამების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სოფლის   მეურნეობის   დარგის   განვითარების   სტრატეგიებზე, იდენტიფიცირებულ საჭიროებებზე  დაყრდნობით, ასევე სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების განვითარების ხელშეწყობისა და  სოფლის   მეურნეობაში  კონკურენტუნარიანი   გარემოს ფორმირების ხელშეწყობის მიზნით  პროგრამებისა და ქვეპროგრამების შემუშავება;

ბ) სამინისტროს მიერ დაგეგმილი პროგრამებისა და ქვეპროგრამების საერთო კოორდინაცია და  განხორციელების უზრუნველყოფა;

გ) სამინისტროს პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების პირობების, შესაბამის შემთხვევაში შესასყიდი ობიექტის მახასიათებლების, სპეციფიკაციების განსაზღვრა;

დ) სამინისტროს პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში  ბენეფიციართა შერჩევისა და მათზე პროგრამებითა და ქვეპროგრამებით გათვალისწინებული საქონლის/მომსახურების გადაცემის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

ე) სამინისტროს და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიერ პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების პროცესების სრულყოფის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ვ) სამინისტროს პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში დადებული ხელშეკრულებების ზედამხედველობა და კონტროლის განხორციელებაში მონაწილეობა;

ზ) სამინისტროს პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების შესახებ ყოველკვარტალური ანგარიშების მომზადება და წარმოდგენა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონში სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირებისა და განვითარების  უზრუნველყოფის მიზნით ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა;

ი) სამელიორაციო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა და მათი რეალიზაციის ხელშეწყობა;

კ) რეგიონში მიწის მელიორაციის არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და სამელიორაციო სისტემების განვითარებისა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების მომზადება;

ლ) რეგიონში  არსებული        სასოფლო-სამეურნეო        დანიშნულების   მიწის კონსოლიდაციის,  რაციონალური  გამოყენების,   ნაყოფიერების  გაზრდისა  და შენარჩუნების ხელშეწყობისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;

მ) კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა  სტანდარტების, სამშენებლო ნორმებისა და წესების შემუშავებაში მონაწილეობა. სამელიორაციო სისტემების შეკეთების, რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის სამუშაოებზე საპროექტო დავალებების დოკუმენტაციის მომზადება;

ნ) საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური მოვლენების მოსალოდნელი შედეგების ანალიზი, შეფასება და პროფილაქტიკურ ღონისძიებათა შემუშავება, მათი სალიკვიდაციო სამუშაოების კოორდინაცია. ექსტრემალურ პირობებში სამელიორაციო სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა;

ო) სამელიორაციო სისტემების მოვლა-შენახვის, შეკეთების, რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების უზრუნველყოფა;

პ) სამელიორაციო სისტემების  მიმდებარე ზოლში ინფრასტრუქტურის განვითარების რეგულირებისა და სხვადასხვა ობიექტების მშენებლობისა და განვითარების საქმიანობათა დადგენილი წესით შეთანხმების უზრუნველყოფა, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში შემავალი იმ სამუშაოების პროექტირება, რომლებიც არ საჭიროებენ საპროექტო კვლევა-ძიებას;

ჟ) სამელიორაციო სისტემების სფეროში საექსპერტიზო საქმიანობის (გარდა სახელმწიფო ექსპერტიზისა) ორგანიზაცია;

რ) კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო ინიციატივებისა და წინადადებების შემუშავება.”;

თ) დებულების მე-10 და მე-11 მუხლები ამოღებულ იქნეს.
2. დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 20 მაისიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე