„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №35-118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 41-29
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/04/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/04/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.016599
41-29
19/04/2019
ვებგვერდი, 24/04/2019
010250050.35.101.016599
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №35-118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №41-29

2019 წლის 19 აპრილი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №35-118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №35-118 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 03/01/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.016565) და დადგენილების პირველი მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ (დანართი №1)  მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მომსახურების ფარგლებში ვალდებულია ყოველთვიურად მომსახურება გაუწიოს არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) მოსარგებლისა, ხოლო „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ყოველთვიურად მომსახურება გაუწიოს არაუმეტეს 150 (ას ორმოცდაათი) მოსარგებლისა,გარდა მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის შემმოწმებელი დაწესებულებისა.“

ბ) „ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ტრანსპლანტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ (დანართი №5) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ წესის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება განხორციელდება მატერიალიზებული ვაუჩერის/თანხმობის წერილის მეშვეობით, დადგენილი ტარიფის ფარგლებში, არაუმეტეს 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.  (პაციენტის თანაგადახდა შეადგენს არაუმეტეს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს), ფაქტობრივი ხარჯის გათვალისწინებით.“

მუხლი 2
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი გავრცელდეს 2019 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე