დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-63
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/04/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 480040040.22.030.016193
01-63
19/04/2019
ვებგვერდი, 22/04/2019
480040040.22.030.016193
დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-63

2019 წლის 19 აპრილი

ქ. თბილისი

 

დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) დიპლომატიური რანგის მინიჭების წესი (დანართი №1);

ბ) უმაღლესი დიპლომატიური რანგის დამადასტურებელი მოწმობის ფორმა (დანართი №2);

გ) უფროსი დიპლომატიური რანგის დამადასტურებელი მოწმობის ფორმა (დანართი №3);

დ) უმცროსი დიპლომატიური რანგის დამადასტურებელი მოწმობის ფორმა (დანართი №4);

ე) პირველადი დიპლომატიური რანგის დამადასტურებელი მოწმობის ფორმა (დანართი №5).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №99 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრიდავით ზალკალიანი