დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და სალიცენზიო დანართების გაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02-142/ო |
| დოკუმენტის მიმღები | სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი |
| მიღების თარიღი | 11/04/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანება №02-142/ო |
|
2019 წლის 11 აპრილი |
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და სალიცენზიო დანართების გაცემის შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6; მუხლი 8; მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად,
ვბრძანებ:
1. გაიცეს შპს „ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაზე“ (ქ. თბილისი, უზნაძის ქ. №103) „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია“ და სალიცენზიო დანართები: ა) ჰისტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა; ბ) ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხივანი მე-12 კილომეტრი №6);
3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი:
შპს „ალექსანდრე ალაშვილის სახელობის კლინიკის“ ხელმძღვანელის ქ. ბეთანელის განცხადებები: №28862 28.02.2019 წ., №33734 11.03.2019 წ.
ადგილზე შემოწმების აქტი №ლ/ლნ 299-38 08.04.2019 წ.
ზეპირი მოსმენის ოქმი №11 11.04.2019 წ.
სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ბუკია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები