დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02-133/ო |
| დოკუმენტის მიმღები | სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი |
| მიღების თარიღი | 08/04/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანება №02-133/ო |
|
2019 წლის 8 აპრილი |
სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 9, მე-16 პუნქტი) და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის, პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. მიეცეს შპს „გორმედის“ (მის.: ქ. ხაშური, ფარნავაზ მეფის ქ. №5) „სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ საქმიანობის განხორციელების უფლება.
2. ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია შეტანილ იქნეს სამედიცინო დაწესებულებათა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: შპს „გორმედის“ გენერალური დირექტორის გ. სვანიძის განცხადება: №43016, 28.03.2019 წ.
ადგილზე შემოწმების აქტი №ლ/ლნ-273-30, 03.04.2019 წ.
სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ბუკია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები