დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02-105/ო |
| დოკუმენტის მიმღები | სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი |
| მიღების თარიღი | 03/04/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ
|
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6; მუხლი 8; მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად, ვბრძანებ:
1. გაიცეს შპს „ინოვაზე“ (ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის I შესახვევი, №6) „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია“ და ლიცენზიის დანართი: „ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“. 2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6). 3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე. საფუძველი: შპს „ინოვას“ დირექტორის გ. ყიფიანის განცხადება: №23467, 19.02.2019 წ. ადგილზე შემოწმების აქტი №213-23, 27.03.2019 წ.; ზეპირი მოსმენის ოქმი №9, 01.04.2019 წ.
სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ბუკია
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები