სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02-85/ო
დოკუმენტის მიმღები სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი 02/04/2019
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/04/2019
სარეგისტრაციო კოდი
02-85/ო
02/04/2019
ვებგვერდი, 19/04/2019
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი

საჯარო სამართლის იურიდიული პირისსამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი

ბრძანება №02-85/ო

2019 წლის 2 აპრილი

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6; მუხლი 8; მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად , ვბრძანებ:

1. გაიცეს შპს „პათოლოგიის კვლევით ცენტრზე“ (ქ. თბილისი, ლუბლიანას ქუჩა №5 (ნაკვეთი №6/18)) „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია“ და ლიცენზიის დანართები: ,,ჰისტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“; ,,ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“; „მოლეკულურ-პათოლოგიური დიაგნოსტიკა“.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6)

3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

 

საფუძველი:

შპს „პათოლოგიის კვლევითი ცენტრის“ (ქ. თბილისი, ლუბლიანას ქუჩა 5, (ნაკვეთი 6/18)) დირექტორის

ა. მარიამიძის განცხადებები: №17643, 08.02.2019წ.; №19491, 12.02.2019წ.; №199 01 12.02.2019წ.; №26591, 25.02.2019 წ.

ადგილზე შემოწმების აქტი №202-20, 25.03.2019 წ.; ზეპირი მოსმენის ოქმი №9 01.04.2019 წ.

 

სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი                                      პაატა ბუკია