„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/04/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/04/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 10/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.137.016448
16
17/04/2019
ვებგვერდი, 19/04/2019
280010000.35.137.016448
„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2019 წლის 17 აპრილი

დაბა ადიგენი

 

,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 იანვრის № 1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის   დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/01/2016 280010000.35.137.016221), კერძოდ:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. მოქალაქისათვის სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შეიძლება დაფინანსდეს ამბულატორიული მკურნალობის, სტაციონარული მკურნალობის, ლაბორატორიული გამოკვლევის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ფიზიოთერაპიის, მინდობით აღსაზრდელად მიბარებული ბავშვების სამედიცინო მომსახურების, სოციალურად დაუცველი 18 წლამდე ასაკის  არასრულწლოვნების თერაპიისა და ფსიქოთერაპიის სეანსები,  სააფთიაქო ხარჯები.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

„მუხლი 4. სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებისა და დაფინანსების ოდენობა“;

გ)დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

„5. სოციალურად დაუცველ 18 წლამდე ასაკის  არასრულწლოვნებზე ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თერაპიისა და ფსიქოთერაპიის სეანსების დაფინანსება განისაზღვროს 100%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა.“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი;

„6. ამ მუხლის პირველ, მე-2, მე-3, და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამედიცინო მომსახურებისას უშუალოდ ბენეფიციარის მიერ ასანაზღაურებელი თანხა თუ არ აღემატება 100 (ასი) ლარს, იგი დაფინანსდება 20% -დან 100%-მდე.“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“, „კ“  და „ლ“ ქვეპუნქტები;

„ი)მშობლის ან მინდობით აღმზრდელი პირის პირადობის მოწმობის ასლი;

კ) 18 წლამდე არასრულწლოვნის დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი;

ლ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.“;

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი