დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული საომარი მდგომარეობის ვადამდე გაუქმებისა და საქართველოს ცალკეულ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 3 სექტემბრის №424 ბრძანებულებით გამოცხადებული და „საქართველოს ცალკეულ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 18 სექტემბრის №452 ბრძანებულებით გაგრძელებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 315 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 02/10/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 145, 02/10/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული საომარი მდგომარეობის ვადამდე გაუქმებისა და საქართველოს ცალკეულ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 3 სექტემბრის №424 ბრძანებულებით გამოცხადებული და „საქართველოს ცალკეულ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 18 სექტემბრის №452 ბრძანებულებით გაგრძელებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის, „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თანხმობა მიეცეს საქართველოს პრეზიდენტს „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული საომარი მდგომარეობის ვადამდე გაუქმებისა და საქართველოს ცალკეულ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 3 სექტემბრის №424 ბრძანებულებით გამოცხადებული და „საქართველოს ცალკეულ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 18 სექტემბრის №452 ბრძანებულებით გაგრძელებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის 2008 წლის 17 ოქტომბრამდე გაგრძელებაზე.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,
2008 წლის 2 ოქტომბერი.
№315–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები