დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,ონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 17 |
დოკუმენტის მიმღები | ონის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 18/04/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/04/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.118.016280 |
|
,,ონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
,,ონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 დეკემბრის №43 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/12/2018, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.118.016262) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
თავი I
ონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი
|
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2019 წლის შემოსავლები 10,640.8 ათ. ლარის ოდენობით.
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2019 წლის გადასახადები 3,965.5 ათ. ლარის ოდენობით.
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 6,509.0 ათ. ლარის ოდენობით.
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 166.3 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ხარჯები 3,856.8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 8,505.3 ათ. ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 8,520.3 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება განსაზღვრულია 15.0 ათ.ლარი:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -1,721.3 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1,721.3 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0.0 ათასი ლარის ოდენობით.
|
თავი II
ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები 2019-2022 წლებისთვის,
პროგრამები/ ქვეპროგრამები
|
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტებია:
1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა რეაბილიტაცია, ქალაქის დასუფთავება როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე სამშენებლო ნარჩენებისაგან, ქ. ონში სანიაღვრე არხების წმენდა, წყლის სისტემების რეაბილიტაცია, გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაცია, ქალაქის კეთილმოწყობის სამუშაოები. პრიორიტეტად განისაზღვრა წილობრივი დაფინანსებით სოფ. ბარი-მრავალძლის გზის და სოფ. ღარის შიდა გზების ასფალტირება, ქ.ონის ტერიტორიის კეთილმოწყობა, ყოფილი ბაზრის ტერიტორიის და ქ.ონში ყოფილი სავადმყოფოს შენობის რეაბილიტაცია. განხორციელდება საჯარო სკოლების რეაბილიტაცია, ქ.ონში სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის შენობის მშენებლობა, ამბულატორიული მომსახურებების მიწოდების მიზნით საჯარო შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და ამ სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და 2018 წელს სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქუტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები. 1.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) მუნიციპალიტეტში სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების დიდი ნაწილი ავტოტრანსპორტზე მოდის, ამიტომ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს საავტომობილო გზების, ხიდების და ბოგირების მშენებლობის აუცილებლობა. მნიშვნელოვანია საკურორტო ცენტრებთან, ისტორიულ და კულტურულ ძეგლებთან მისასვლელი გზების რეკონსტრუქცია და მოდერნიზება. ზამთარში დიდთოვლობის დროს მაღალმთიან სოფლებში ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელია თოვლის საფარისაგან გზების გაწმენდა. განხორციელდება ადგილობრივი გზების მიმდინარე და პერიოდული შეკეთება. განხორციელდება შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია სოფელ ცხმორში, სორგითი-ღუნდაში, ჟაშქვა, ონჭევი, ჭიორა, ღებში, შეუბანში, სორში ბერიშვილების უბანში გადასასვლელის მოწყობის სამუშაო, სოფ. ბარში ჩალაძეების უბანში საყრდენი კედლის რეაბილიტაცია და ქ.ონში ზ.ქაფიანიძის II ჩიხის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაცია. განხორციელდება წილობრივი დაფინანსებით სოფ. ბარი-მრავალძლის გზის და სოფ. ღარის შიდა გზების ასფალტირება. 2018წელს აღებული ვალდებულებების შესაბამისად განხორციელდება სამუშაოები და 2018 წელს სტიქიის შედეგად დაზიანებული შიდა სასოფლო გზების და ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოები. 1.2. საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 02 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა, რითაც ბიუჯეტიდან მოხდება წილობრივი დაფინანსება. 1.3. გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის როგორც ქალაქად ისე სოფლად, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ტექნიკური მომსახურება. 1.4. დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 03) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად, ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა. განხორციელდება მაწანწალა ძაღლების პრევენციული ღონისძიებები. 1.5. საკანალიზაციო სანიაღვრე სისტემის, ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სანიაღვრე არხების წმენდა და 2018 წელს აღებული ვალდებულებების შესაბამისად განხორციელდება სამუშაოები. 2018 წელს სტიქიის შედეგად დაზიანებული ნაპირსამაგრი გაბიონების, კალაპოტის წმენდის და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები იქნება შესრულებული. 1.6. წყლის სისტემის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოფელ გლოლაში და კომანდელში წყლის სისტემების რეაბილიტაციის სამუშაო. 2018 წელს აღებული ვალდებულებების შესაბამისად განხორციელდება სამუშაოები და შესრულდება 2018 წელს სტიქიის შედეგად სოფ. ღარში წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები. 1.7. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) მუნიციპალიტეტში არსებულ საკუთრებაში საკმაოდ ბევრი არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობებია, რომლებიც ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული დატვირთვის მატარებელია. შენობების ექსპლუატაციის პერიოდის გათვალისწინებით, ხშირად დგება დღის წესრიგში მათზე მიმდინარე სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოების შესრულება. დაფინანსდება სოფ. პიპილეთში ადმინისტრაციული შენობის კეთილმოწყობა; საინჟინრო, საამშენებლო, საზედამხედველო, ტექნიკურ მომსახურება. გამოცხადდება შესყიდვა საპროექტო დოკუმენტაციის და საექსპერტო მომსახურებაზე. მოხდება ქალაქ ონში გვანცა დედოფლის აღმართზე ყოფილი ბავშვთა თავშესაფრის შენობის, სოფელ ქვედში სკოლის ტერიტორიის, ყოფილი პირველი სკოლის, ყოფილი სოფტექნიკის მიმდებარე ტერიტორიის, ბერშევას სახელობის პარკის და მ.ლებანიძის ქუჩის სანაპირო ზოლის საყოფაცხოვრებო და საამშენებლო მასალებისაგან წმენდითი სამუშაოები. განხორციელდება ქ.ონში საბავშვო ბაღში დაზიანებული წყალარინების ქსელისა და სამუსიკო სკოლის გარე სველი წერტილის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სოფელ ლაჩთაში და ნიგავზებში მინი სტადიონების რეაბილიტაცია, ქ.ონში დემეტრე მეორის მოედანზე საზოგადოებრივი სარგებლობის სველი წერტილის მიმდინარე სამუშაოები და შესრულდება წილობრივი დაფინანსებით ქ. ონის ტერიტორიის კეთილმოწყობა, ყოფილი ბაზრის ტერიტორიის და ქ.ონში ყოფილი სავადმყოფოს შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები. განხორციელდება ქალაქში სკვერების, გაზონების და ყვავილნარების მოვლა-პატრონობა, ზეხმელი და ავარიული ხეების გეგმიური ფორმირება. განხორციელდება ქ. ონში სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის შენობის მშენებლობა, ამბულატორიული მომსახურებების მიწოდების მიზნით საჯარო შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და ამ სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. დასრულდება 2018 წელს აღებული ვალდებულებები. 1.8. ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაცია (სოფლის მხარდაჭერის პროგრამა პროგრამული კოდი 03 04) სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფლის მოსახლეობის გადაწყვეტილებით შესაბამისი სამუშაოების შესრულება, კერძოდ: სოფ. ნიგავზებში, ნაკიეთში, ბორცოში, წმენდაურში, შეუბანში, წოლაში, სომიწოში, ბაჯიხევში, ქვედში, სხანარში, ხეითში, ზვარეთში, ახალჩორდში, ჭვებარში, გადამში და სამთისში შიდა სასოფლო გზების, სანიაღვრე არხების და ნაპირსამაგრის რეაბილიტაცია; სოფ. გლოლაში, უწერაში, ფარავნეში, მაჟიეთში, ღარში, შეუბანში, ნიგვზნარაში, წოლაში, ხირხონისში, პიპილეთში, ღუნდაში, ფსორში, ირში, ფარახეთში, შარდომეთში, სევაში, სორში, ზემო ბარში, ქვემო ბარში და უშოლთაში წყლის სისტემის რეაბილიტაცია; სოფ. დიდ ღებში, პატარა ღებში, ჭიორაში, საკაოში, ხიდეშლებში, ლაგვანთაში, ლაჩთაში, ჭალაში, ხურუთში, კომანდელში, ქრისტესში, ხირხონისში, ქორთაში, ონჭევში, სორგითში, ცხმორში, წედისში და კვაშხიეთში თავშეყრის ადგილის – სარიტუალო დარბაზების მოწყობა; სოფელ გომში, ჯინჭვისში, მაჟიეთში, ბორცოში, წმენდაურში, სომიწოსში, პიპილეთში, ჟაშქვაში, ონჭევში, ღუნდაში, ფსორში, სხანარში, ახალჩორდში, შქმერში, ხარისთვალში, უშოლთაში და მრავალძალში გარე განათების მოწყობა; სოფ. ქვედრულაზე, ზუდალში და ბოყვაში სპორტული მოედნის მოწყობა; სოფელ ხარისთვალში სასაფლაოს ტერიტორიის შემოღობვა და სოფელ ღარში სველი წერტილის მოწყობა. 1.9. ა(ა)იპ – გამწვანების სამსახური (პროგრამული კოდი 03 05) განხორციელდება მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში გამწვანების ობიექტების მოწყობა-მოვლა-პატრონობა, ზეხმელი და ავარიული ხეების გეგმიური ფორმირებები, არსებული სკვერების, გაზონების, ფერდობებისა და ყვავილნარების მოვლა-პატრონობა. 2. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით, დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და, შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. ასევე მიმდინარე წლიდან ხორციელდება საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2.1. სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს ერთი საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 100 ბავშვი და დაქვემდებარებაშია ალტერნატიული ჯგუფი სოფ. გლოლაში. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯებს. 2.2. საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები და მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 04 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა. 3. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად ერთად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს. 3.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა. 3.1.1. ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის კომპლექსი (პროგრამული კოდი 05 01 03) 2019 წელს პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და ღონისძიებები. ტარდება საერთაშორისო, სამხარეო და რესპუბლიკური ტურნირები სპორტის სხვადასხვა სახეობებში, სადაც დაკავებულია მუნიციპალიტეტის 115-მდე სპორტსმენი ფეხბურთის, კალათბურთის და ჭიდაობის სხვადასხვა სახეობის წრეებზე, რომლის დაფინანსება მთლიანად ხდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. 3.2. კულტურული ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით, პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 3.2.1.ონის სახელოვნებო სკოლის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01) მუნიციპალიტეტში 2019 წელს გაგრძელდება ახალგაზრდების კულტურულ-საგანმანათლებლო დონის ამაღლების ხელშეწყობა. ქ. ონში ფუნქციონირებს ააიპ სახელოვნებო სკოლა სადაც გაერთიანებულია მუსიკალური და სამხატვრო სკოლა. მუსიკალური სკოლაში სწავლობს 24 მოსწავლე. სკოლის დაფინანსება ხდება როგორც ადგილობრივი ისე მშობელთა შემონატანით ერთი ბავშვის გადასახადი წლიურად განისაზღვრება 80 ლარით. სამხატვრო სკოლაში დაკავებულია 58 მოსწავლე, ფუნქციონირებს ხატვის, ფერწერის, ძერწვის, თექის, ბატიკის, ფოტოხელოვნების, ქვილთის, კერამიკის და ხის მხატვრული დამუშავების წრეები. დაფინანსება ხდება როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ასევე შემონატანებით, თითოეულ ბავშვზე გადასახადი შეადგენს 8 ლარს, გადასახადისაგან განთავისუფლებული არიან წარჩინებული მოსწავლეები და სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვები. წლის განმავლობაში მიმდინარეობს სააღდგომო, გასვლითი სხვა რეგიონებში, საშემოდგომო, საახაწლო და საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვები. აღსაზრდელებს მონაწილეობა აქვთ მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე. 3.2.2. კულტურის ცენტრის დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 02) 2019 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება კულტურის ცენტრი, სადაც დაკავებულია ამ დროისათვის 200 ბავშვი. კულტურის ცენტრში მოქმედებს ქორეოგრაფიის წრე, ხალხური ინსტრუმენტების შემსწავლელი წრე, საესტრადო სიმღერის წრე, სტვირის წრე, ხალხური სიმღერის შემსწავლელი წრე, ფოლკლორული ანსაბლი „რაჭა“ და „ბუბა“. დაფინანსება ხდება როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ასევე მშობელთა შემონატანით. შემოსავალი სხვადასხვა წრეზე სხვადასხვა თანხით საშუალოდ ერთ ბავშვზე 10 ლარით განისაზღვრება. 3.2.3. მუზეუმის დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 03) მუნიციპალიტეტში პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება ონის სამხარეო მუზეუმის დაფინანსება, სადაც წლების განმავლობაში ინახება უნიკალური ექსპონატები და დაცულია ეთნოგრაფიული მასალები. 3.2.4. ბიბლიოთეკების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 04) ახალგაზრდა თაობის ინტელექტუალური, ზნეობრივი და კულტურული განვითარების მიზნით, ისევე როგორც გასულ წლებში, 2019 წელს გაგრძელდება ადგილობრივი ბიბლიოთეკების დაფინანსება. ბიბლიოთეკის გაერთიანებაში შედის 1 მთავარი და 17 სასოფლო ფილიალი. 3.2.5. ტურისტული ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, წინადადებების შემუშავება ტურიზმის პოტენციალის გაზრდის მიზნით. ტურიზმის სფეროში სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება-შეგროვება, სხვადასხვა ორგანიზაციიდან თანამშრომლობის გზით წინადადებების შემუშავება, ტურისტული მომსახურების სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარებისა და პრაქტიკაში დანერგვის მიზნით შესაბამისის პროექტების მომზადება. 3.3. კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის, მხარის ღირსეულად წარმოჩენის მიზნით ადგილობრივი და ჩამოსული სტუმრების დაინტერესების სანახაობებისა და წარმოდგენების მიზნით გაიმართება ონელობის და საახაწლო ღონისძიება, მოწვეული იქნებიან ფოლკლორული კოლექტივები, ონიდან დედაქალაქში წასული და იქ მოღვაწე ხელოვანები, დასასრულს გაიმართება დასკვნითი კონცერტი. დაფინანსდება ინტელექტუალური კონკურსი სადაც გამოვლენილი იქნება „ონის ეტალონი მოსწავლე“, რომელიც მიიღებს მონაწილეობას „ეტალონის“ ფინალურ ღონისძიებაზე. 3.4. რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ. ონში, სოფ. შქმერში წმინდა ელისე წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის ტერიტორიის სარეაბილტაციო სამუშაოები და სოფელ სორგითში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ტერიტორიის კეთილმოწყობა. 3.5. ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 05) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი, რომეციც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში, სადაც სხვადასხვა წრეებზე დაკავებულია 160 ბავშვი, რომელთა შემონატანი საშუალოდ ერთ ბავშვზე შეადგენს 10 ლარს. მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი ფინანსება როგორც ბიუჯეტიდან ასევე თავისი შემონატანებით. ფუნქციონირებს ფოლკლორის, ლიტერატურულ-დრამატურგიის, ანა-ბანის, ფანდურის, ინგლისურის, ფიზიკის, მათემატიკის, კომპიუტერის შემსწავლელი, ჭადრაკის და მხარეთმცოდნეობის წრეები. 4. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებით და შეღავათის უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებისაგან. 4.1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
4.2. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას; სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას; ხანდაზმულთა სოციალური დაცვის მიზნით ფულადი შემწეობის გაცემას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების (3 და მეტ ბავშვზე) დახმარებას, ერთჯერად დახმარება შვილის შეძენასთან დაკავშირებით და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 4.2.1. ავადმყოფთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
4.2.2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
4.2.3. მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების შეძენასთან დაკავშირებით – ობოლ ბავშვებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ბინის ქირით გაცემული ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
4.2.4. ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
4.2.5. სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
4.2.6. 8 მარტს, 9 და 26 მაისს, 17 ოქტომბერს და საახაწლო დღესასწაულთან დაკავშირებით ვეტერანთა ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
4.2.7. სამამულო ომის ვეტერანებზე და საქართველოს მთლიანობის ბრძოლაში დაღუპულთა, დაინვალიდებულთა ოჯახების ერთჯერადი სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
4.2.8. ას წელს გადაცილებულთა სოციალური დაცვა და უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
4.2.9. ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისათვის ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
5. მმართველობა და თავდაცვა (პროგრამული კოდი 01 00, 02 00) პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება. 5.1. მმართველობა (პროგრამული კოდი 01 00) პროგრამის მიზანია წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების გამართული და კვალიფიციური მუშაობა. მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შენახვის ხარჯები, მათ შორის: თანამდებობრივი სარგო, ჯილდო, დანამატი და სხვა. ასევე მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, ვალების დაფარვის ხარჯებს, ასოცირებულ საწევრო გადასახადს. 5.2. თავდაცვა (პროგრამული კოდი 02 00) პროგრამის მიზანია კანონით განსაზღვრული დელიგირებული ფუნქციების უზრუნველყოფა. შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღწერა, წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება და სამედიცინო შემოწმება, ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება. |
თავი III
ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 14.
ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
|
თავი IV
მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 15 |
ონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. |
მუხლი 16 |
ონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. |
მუხლი 17 |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში შექმნილი სარეზერვო ფონდი გაიხარჯება მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებების შესაბამისად. |
მუხლი 18 |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურმა მოამზადოს ონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. |
მუხლი 19 |
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი მიიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად.
|
მუხლი 20 |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
დოკუმენტის კომენტარები