დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 23 ივლისის №01-54/ნ ბრძანებში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 01-48/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 24/05/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/05/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016616 |
|
,,სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 23 ივლისის №01-54/ნ ბრძანებში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
,,სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 23 ივლისის №01-54/ნ ბრძანებაში საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge; 23.07.2014; სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016281) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „ს” ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“.
|
2.
ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური სტანდარტები): |
ა)
პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია: ა) ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომად ჰქონდეს: ა.ა) საინფორმაციო ფურცელი (დანართი №1.1); ა.ბ) მომსახურების პროგრამა, სადაც აღწერილი უნდა იყოს მომსახურების შინაარსი და დღის წესრიგი (სავალდებულოა მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის (შემდგომში – ფონდი) ფილიალებისთვის); ა.გ) შინაგანაწესი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად შეიცავს: ა.გ.ა) ბენეფიციართა მხრიდან სოციალურად მიუღებელი ქცევების მართვის წესებსა და მეთოდებს პოზიტიური მიდგომის პრინციპებით; ა.გ.ბ) უკუკავშირისა და გაპროტესტების პროცედურებს; ა.გ.გ) ინფექციური დაავადებების თავიდან აცილების და მისი გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების წესს; ა.გ.დ) კონფიდენციალურობის დაცვის საკითხებს; ა.გ.ე) თანამშრომლების, მოხალისეებისა და პრაქტიკაზე მყოფი სტუდენტების ქცევის წესებს; ა.გ.ვ) ზრუნვისა და მოვლის უზრუნველყოფის მიზნით შემუშავებულ წესებსა და პროცედურებს; ა.დ) შესაბამის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (გარდა ფონდის ფილიალებისა); ბ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთვის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის ხელმისაწვდომად ჰქონდეს შემდეგი დოკუმენტები: ბ.ა) ბენეფიციართა პირადი საქმე (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საოქმო გადაწყვეტილება მომსახურებაში ჩარიცხვის თაობაზე, სოციალური მუშაკის დასკვნა ჩარიცხვის შესახებ, სამედიცინო დოკუმენტაცია, ასევე, პირის ქმედუუნაროდ/მხარდამჭერის მიმღებად აღიარების შესახებ დოკუმენტი, მომსახურების ინდივიდუალური გეგმა, შეზღუდული შესაძებლობების მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკონტაქტო ინფორმაცია ნათესავების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა; ბ.ბ) პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან გაყვანის/გასვლის, ასევე დროებითი გაყვანა/გასვლის აღრიცხვის ჟურნალები; ბ.გ) თანამშრომელთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მათთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული ხელშეკრულებები და სამუშაო აღწერილობები; ბ.დ) ბენეფიციარის/მისი კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემის შესახებ ინფორმირებული თანხმობა წერილობითი ფორმით; ბ.ე) აზრის გამოხატვის პასუხად გატარებული ღონისძიებების წერილობითი აღრიცხვის ჟურნალი; ბ.ვ) ძალადობის ფაქტების პასუხად გატარებული ღონისძიებების წერილობითი აღრიცხვის ჟურნალი; ბ.ზ) უბედური შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალი; ბ.თ) სერვისის მიმწოდებელსა და ბენეფიციარს ან კანონიერ წარმომადგენელს/მხარდამჭერს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შორის გაფორმებული ხელშეკრულება უფლება/მოვალეობების განმარტებით.“. |
ბ)
მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მომსახურება ხორციელდება სხვა პირთათვის განკუთვნილი ფართისგან იზოლირებულ ფართზე ან მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ან მხოლოდ ხანდაზმულთათვის (მ.შ. შშმ ხანდაზმულთათვის, გარდა ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ ხანდაზმულებისა). ამასთან, ბენეფიციართა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 24-ს, ხოლო შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურების კომპონენტის შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს 6-ს (აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება ფონდის ფილიალებზე). 3. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია: ა) მომსახურება განახორციელოს ისეთ გეოგრაფიულ გარემოში, სადაც ბენეფიციარებს მიუწვდებათ ხელი ჯანდაცვისა და თემში არსებულ სხვა მომსახურებებზე (მაღაზია, აფთიაქი და სხვა), ხოლო შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურების კომპონენტის შემთხვევაში საცხოვრებელი ფართი ინტეგრირებული უნდა იყოს თემში; ბ) მომსახურებისთვის განკუთვნილი ფართი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ნორმებს: ბ.ა) ჰქონდეს ოჯახურ პირობებთან მიმსგავსებული ფიზიკური გარემო, ბენეფიციარების საჭიროებიდან გამომდინარე იყოს ადაპტირებული და ითვალისწინებდეს ბენეფიციართა თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილების შესაძლებლობას; ბ.ბ) უზრუნველყოფილი იყოს სეზონის შესაბამისი ტემპერატურით (მათ შორის, ზამთრის პერიოდში არანაკლებ 18 გრადუსისა); გ) მომსახურების ფართობი და აღჭურვილობა შეესაბამებოდეს ბენეფიციართა რაოდენობას, რაც მოიცავს: გ.ა) სასადილოს, მათ შორის შესაძლებელია სამზარეულოსთან ერთად (შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურების შემთხვევაში): გ.ა.ა) შესაბამისი ინვენტარით (ქურა, ცივი და ცხელი წყლის ონკანი, ნიჟარა, სამრეცხაო (სავალდებულოა ფონდის ფილიალებისთვის) მაცივარი, საჭმლის სამზადი ზედაპირი, ჭურჭლის კარადა) აღჭურვილი სამზარეულოს, ასევე, ადგილს მშრალი პროდუქტებისთვის და გამწოვ ვენტილაციას; გ.ა.ბ) ბენეფიციართა ერთდროული კვებისათვის საკმარისი სასადილო ფართობით (ერთ ბენეფიციარზე არანაკლებ 1.5მ²). სასადილო მაგიდასთან (მაგიდებთან) ბენეფიციარის ინდივიდუალური ადგილით და სკამით. სათანადო რაოდენობის ჩაისა და სადილის ჭურჭლით (მაგ.: თეფშები, ფინჯნები, უჟანგავი ლითონის კოვზები, დანები, ჩანგლები); გ.ბ) საძინებელ ოთახს (ოთახებს): გ.ბ.ა) ერთ ბენეფიციარზე არანაკლებ 6 მ² ფართობისა; გ.ბ.ბ) ერთ ოთახში არაუმეტეს სამი ბენეფიციარისა; გ.ბ.გ) თითოეული ბენეფიციარისთვის საწოლით, ტუმბოთი და ოთახში არანაკლებ ერთი კარადისა (სამი ბენეფიციარისთვის); გ.გ) საერთო მოხმარების ფართს (სხვადასხვა აქტივობებისთვის), (გარდა, სველი წერტილებისა, სასადილოსი, კორიდორისა და სხვა სათავსებისა), რომელიც არის არანაკლებ 2 მ²-ისა ერთ ბენეფიციარზე, აღჭურვილი სავარძლებით/სკამებით და დივანით; გ.დ) საშხაპეს/საშხაპეებს და საპირფარეშოს/საპირფარეშოებს (ვენტილაციით), პირსაბანს/პირსაბანებს (ცივი/ცხელი წყლით) – 6 ბენეფიციარზე არანაკლებ ერთისა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციართა შემთხვევაში, აღნიშნული გარემო ადაპტირებული უნდა იყოს ამ კატეგორიის ბენეფიციართათვის; დ) თითოეული ბენეფიციარი უზრუნველყოს პირადი ჰიგიენისათვის საჭირო ინდივიდუალური ნივთებით (მაგ.: პირსახოცი, კბილის ჯაგრისი და სხვა), ასევე თეთრეულით; ე) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ასევე ხანდაზმულები (საჭიროების შემთხვევაში) უზრუნველყოს სპეციფიკური ინვენტარით; ვ) თამბაქოს მომხმარებელი ბენეფიციარებისა და პერსონალისთვის მომსახურების ტერიტორიაზე გამოყოს ადგილი თამბაქოს მოხმარებისთვის და იმოქმედოს ,,თამბაქოს კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად; ზ) მომსახურებას ჰქონდეს ეზო, ერთ ბენეფიციარზე არანაკლებ 8 მ2 (გარდა იმ მომსახურებისა, რომელიც დარეგისტრირებულია არა უმეტეს 6 ბენეფიციარზე).“. |
გ)
მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის: |
გ.ა)
„ბ“ ქვეპუნქტი ჩამყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) თვალსაჩინო ადგილზე განათავსოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –„112“, გაზის, ელექტროენერგიის, წყლის და კანალიზაციის მომწოდებელი ადგილობრივი სამსახურების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, სამინისტროს ცხელი ხაზის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საკონტაქტო ინფორმაცია;“; |
გ.ბ)
,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) ქმედუუნარო/ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე (მხარდაჭერის მიმღები) ბენეფიციარებისთვის მედიკამენტები არ იყოს ხელმისაწვდომი მედიკამენტებით უზრუნველყოფაზე უფლებამოსილი პირის გარეშე, ხოლო ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შეძენა, შენახვა, აღრიცხვა და გამოყენება ხდებოდეს „ფარმაცევტულ, სამედიცინო, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში, აგრეთვე, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო-დიაგნოსტიკური და საკონტროლო-ანალიზური (ლაბორატორიული) საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“‘ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად;“; |
გ.გ)
,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ი) ბენეფიციარის გაუჩინარების შემთხვევაში, გონივრულ ვადაში, არაუმეტეს 24 საათის გასვლამდე, ხოლო ქმედუუნარო/ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე (მხარდაჭერის მიმღები) პირის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს და კანონიერ წარმომადგენელს/მხარდამჭერს, ხოლო ,,სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებთ დამტკიცებული წესისა და პირობების შესაბამისად ჩარიცხული ბენეფიციარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ტერიტორიულ ერთეულს.“; |
გ.დ)
,,ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ“ ქვეპუნქტი:
,,კ) იზრუნოს ბენეფიციართა პირადი ნივთების ხელშეუხებლობაზე.“; |
დ)
მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის: |
დ.ა)
„ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) იქონიოს შესაბამისი გარემო (ოთახი ან გამოყოფილი ადგილი) ინდივიდუალური კონსულტაციებისათვის. დაიცვას ბენეფიციარის კორესპონდენციის, საუბრისა და პირადი შეხვედრების კონფიდენციალობა;“;
|
დ.ბ)
,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) ბენეფიციარის პირადი ინფორმაცია საჯაროდ არ განიხილოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსგავსი განხილვა მომსახურების ნაწილია (მაგ: შემთხვევის შესახებ კონფერენცია, ჯგუფური კონსულტაცია, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა სამსახურისთვის, ასევე, პოლიციისთვის, სამედიცინო დაწესებულებისთვის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთვის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის გადაგზავნა); ე) ბენეფიციარის შესახებ პირადი ინფორმაციის გამჟღავნებამდე ბენეფიციარისგან/მისი კანონიერი წარმომადგენლისგან/მხარდამჭერისგან მიიღოს წერილობითი ან ხელმოწერით დადასტურებული თანხმობა;“. |
ე)
მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია: ა) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სოციალური მუშაკის მიერ წარმოებული შეფასების საფუძველზე, ასევე, ბენეფიციარის საჭიროებების გათვალისწინებით, ბენეფიციართან/მხარდამჭერთან/კანონიერ წარმომადგენელთან ერთად, მომსახურებაში ჩარიცხვიდან 30 დღის განმავლობაში შეიმუშაოს მომსახურების ინდივიდუალური გეგმა (შემდგომში – გეგმა), რომლის ფორმა განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით; ბ) გეგმა ნათლად უნდა აღწერდეს: ბ.ა) რა სახის მომსახურებას (მხარდაჭერას) მიიღებს ბენეფიციარი; ბ.ბ) გეგმით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელების ვადებს; ბ.გ) მომსახურების მიწოდებით მიღწეულ შედეგებს; ბ.დ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ დასახული გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ის ვინაობას და ვალდებულებებს. გ) მოთხოვნის შესაბამისად მიაწოდოს ბენეფიციარს/მის კანონიერ წარმომადგენელს/მხარდამჭერს გეგმის ასლი; დ) პერიოდულად (არაუგვიანეს 6 თვეში ერთხელ) გადახედოს/შეაფასოს, საჭიროებისას დააზუსტოს/შეცვალოს გეგმა; ე) აწარმოოს ბენეფიციართა პირადი საქმეები, სადაც დაცული იქნება გეგმები, მათი განხორციელებისა და მიღწევების შესახებ ჩანაწერები, აღნიშნულთან დაკავშირებული სხვა დამატებითი ინფორმაცია, მაგალითად, ინფორმაცია ბენეფიციარის ჯანმრთელობის, ემოციური მდგომარეობის, სოციალიზაციისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ასევე ,,სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტები; ვ) უზრუნველყოს ბენეფიციარის მიერ პირადი დოკუმენტების (პასპორტი, პირადობის მოწმობა, საბანკო ბარათი და სხვა) ფლობა; ზ) უზრუნველყოს ბენეფიციარის მიერ პირადი ფულადი სახსრების განკარგვა; თ) უზრუნველყოს ბენეფიციარის ფსიქოსოციალური საჭიროების გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36314 მუხლით განსაზღვრული პირის მიერ სასამართლოსთვის მიმართვა, საჭიროების გამოვლენიდან არაუგვიანეს 2 კვირისა.“; |
ვ)
მე-6 მუხლის: |
ვ.ა)
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. მოსალოდნელი შედეგი – ბენეფიციარებს აქვთ ხარისხიანი, უსაფრთხო და სათანადო ოდენობის საკვები, რომელიც შეესაბამება მათ საჭიროებებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მათ მოთხოვნილებებს.“; |
ვ.ბ)
მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) ბენეფიციარები, მათი სურვილის გათვალისწინებით, უზრუნველყოს მინიმუმ სამჯერადი ჯანსაღი კვებით. საჭიროების შემთხვევაში (ბენეფიციარის შესაძლებლობისა და უნარების მიხედვით), მენიუს შესაბამისად დაეხმაროს ბენეფიციარებს საკვების მომზადების პროცესში (გათვალისწინებულ იქნეს მომსახურების სიდიდე); ბ) მენიუს შესაბამისად, კვების მიწოდების პროცესში მაქსიმალურად გაითვალისწინოს ბენეფიციართა სურვილი, ჯანმრთელობის მდგომარეობა (მაგ.: დიეტა, სპეციალისტის რეკომენდაციის საფუძველზე ან სხვა) და რელიგიური მრწამსით განსაზღვრული თავისებურებები;“; |
ზ)
მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის: |
ზ.ა)
„ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ბენეფიციართა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს მათ ჩართვას სხვადასხვა შრომით/საყოფაცხოვრებო აქტივობებში. ხოლო შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურების შემთხვევაში, შესაძლოა ბენეფიციარის დამოუკიდებლად ჩართვა საყოფაცხოვრებო/საოჯახო საქმეებში;“; |
ზ.ბ)
,,ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ“ ქვეპუნქტი:
,,ვ) ბენეფიციართა ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს თვითმოვლის უნარ-ჩვევების შენარჩუნებას/გავარჯიშებას, პროფესიულ განვითარებას და დასაქმებას, მათი დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით. ასევე, ხელი შეუწყოს შესაბამისი წლის „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებას.“; |
თ)
მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის: |
თ.ა)
„ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს ბენეფიციართა სამედიცინო მომსახურების გაწევის ორგანიზება (მათ შორის, პირველადი სამედიცინო, ამბულატორიული და სტაციონარული);“; |
თ.ბ)
,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) საჭიროების შესაბამისად, რეგულარული კავშირი ჰქონდეს ოჯახის/სოფლის/მომსახურების ექიმთან.“. |
ი)
მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ჩამოაყალიბოს უკუკავშირისა და პროტესტის გამოხატვის მარტივი და ნათელი პროცედურა, რომელიც მოცემულია შინაგანაწესში და ცნობილია როგორც ბენეფიციარებისთვის/მხარდამჭერისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ისე მომსახურების მიწოდებაში ჩართული ნებისმიერი პირისთვის; ბ) მომსახურებაში შექმნას პირობები იმისათვის, რათა ბენეფიციარს შეეძლოს მომსახურების სტრუქტურისა და შინაარსის შესახებ ანონიმური უკუკავშირის მიწოდება. (მაგ.: არსებობს კითხვარი ან უკუკავშირის ჟურნალი, ან ყუთი ანონიმური კომენტარებისთვის ან/და სხვა მისთვის სასურველი ფორმით);“; |
კ)
მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის: |
კ.ა)
,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) იცნობდეს და ხელმძღვანელობდეს მოქმედი კანონმდებლობით (მათ შორის, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი);“; |
კ.ბ)
,,ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ1“ ქვეპიუნქტი:
ბ1) სერვისის მიმწოდებელს მიეწოდება სრული ინფორმაცია (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ) ბენეფიციარის ძალადობასთან დაკავშირებული წარსული გამოცდილების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ. ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და საიმედოდ ინახება მომსახურების მიერ.“; |
ლ)
მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ყოველ თვითმოვლის უნარის არმქონე/შეზღუდვის მქონე 7 ბენეფიციარს მიუჩინოს მინიმუმ ერთი მზრუნველი, ხოლო თვითმოვლის უნარის მქონე 15 ბენეფიციარს – მინიმუმ ერთი მზრუნველი. შშმ პირთა საოჯახო ტიპის საცხოვრებლის შემთხვევაში კი ყოველ 6 ბენეფიციარს – მინიმუმ ერთი ასისტენტი, რომლის უფლებამოსილებაც გაწერილია მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში.“. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები