„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 81/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 23/04/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017705
81/ნ
23/04/2019
ვებგვერდი, 25/04/2019
430210000.22.022.017705
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №81/ნ

2019 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონის (დოკუმენტის ნომერი: 3024-რს) მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის №193/ნ ბრძანებაში (სსმ, №114, 09/09/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული  წესის მე-3 მუხლის:

1.  მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, მობილობის მსურველის ჩარიცხვის შემდგომ, გასაუბრების ან გამოცდის საფუძველზე, დაადგინოს მოსწავლის ცოდნისა და უნარების ცალკეული კლასის/კლასების ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან თავსებადობა, ცალკეულ საგანში/საგნებში მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საჭიროების განსაზღვრის მიზნით.“.

2. მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები:

„6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული რომელიმე საგნის/საგნების გაძლიერებულ სწავლებას, უფლებამოსილია მობილობის მსურველი მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე,  ელექტრონულად მოსწავლის მობილობის განხორციელებამდე, გაძლიერებული სწავლების საგანში/საგნებში ჩაატაროს გამოცდა მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ცალკეული კლასის/კლასების სასკოლო სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან მოსწავლის ცოდნისა და უნარების თავსებადობის დადგენის მიზნით.

7. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მიღებული  შედეგების საფუძველზე, უარი უთხრას მოსწავლეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვაზე, ან დაიწყოს ელექტრონულად მოსწავლის მობილობის განხორციელების პროცედურა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში  შეავსოს მობილობის მოთხოვნის ელექტრონული ფორმა და მოთხოვნის დადასტურების შემდეგ  მოსწავლე ჩარიცხოს იმ კლასში, რომლის წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამაც აქვს დაძლეული.

8. მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება არ არის უფლებამოსილი, მოსწავლე ჩარიცხოს იმ კლასში, რომელიც უკვე დაძლეული აქვს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი